Digest Logo

„მრავალი ასტროლოგი ასკვნის, რომ რეალური „ახალი პაპის დაბადება“ იწყება თეთრი კვამლის წამში“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1746728124
ხათუნა ნოელი

მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქნება. ის პირველი ამერიკელი პაპია სახელით პაპი ლეო XIV.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი გამოეხმაურა, რომელმაც საკითხის ასტროლოგიური ანალიზი შემოგვთავაზა:

„ჩვეულებრივ, თეთრი კვამლი კარდინალთა არჩევანის ტრადიციული ნიშანია. მისი გამოჩენა საუკუნეებია გამოიყენება ახალი პაპის არჩევის დასტურად.

ასტროლოგიური ანალიზის პრინციპითაც პაპის ახალი ნების გამოხატვის წამად ხშირად ითვლება თეთრი კვამლის გამოჩენის მომენტი. მრავალი ასტროლოგი ასკვნის, რომ რეალური „ახალი პაპის დაბადება“ იწყება თეთრი კვამლის წამში, ხოლო მისი შემდეგი გამოსვლა (Habemus Papam) მხოლოდ საზოგადოებისთვის ოფიციალურად ახდენს უკვე გადაწყვეტილი სიგნალის გამოცხადებას.

ეს ბოლო ცერემონია ასტროლოგიის თვალსაზრისით, უფრო რიტუალურია, ვიდრე საქმის დასრულების მომენტი. თანაც Habemus Papam-ის გამოხატვის მომენტი (გათქმა აივანზე) დროში დაახლოებით 30–60 წუთით თეთრ კვამლს ჩამორჩება და ასტროლოგიური ლიტერატურაში კონკრეტულად მისი გამოყენება გაცილებით იშვიათად არის განხილული.

რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ სხვა თემაში, აქაც არის განსხვავებული ხედვაც და ზოგი ასტროლოგი იმასაც კი ურჩევს დასაწყისად მიიჩნიონ extra omnes-ის მომენტი, ანუ კარის ჩარაზვის დრო, მაგრამ ლოგიკურად რომ მივყვეთ, ეს არჩევნების დასაწყისია და არა მისი საბოლოო შედეგი, რომელიც შესაძლოა პირველ ცდაზე ვერც იქნეს მიღებული.

ჩვენ კი ვიცით, რომ ასტროლოგიური პრაქტიკაში, მოვლენის რუკის შედგენა ხდება იმ დროზე, როცა მოვლენა ფიზიკურად ხდება დადასტურებული ფაქტი. ამ თვალსაზრისით თეთრი კვამლი უფრო შეესაბამება არჩევნების დასრულების მომენტს, რადგან სწორედ მაშინ ხდება საჭირო ხმებისა და შეთანხმების დაფიქსირება, სწორედ ამ წამს მიიღება კარდინალთა საბოლოო გადაწყვეტილება.

შესაბამისად დღევანდელი მოვლენისათვის რუკის ასაგებად უნდა შეირჩეს სწორედ ის წუთი, როცა რომის დროით 18:08-ზე სიქსტის კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.

პ.ს. ეს არის მხოლოდ განმარტება დროსთან დაკავშირებით. რუკის განხილვასაც რა თქმა უნდა გავაკეთებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით,ალბათ რამდენიმე დღეში. ვნახოთ რა ახალი ეპოქა დგება კათოლიციზმში ახალი პაპის მოსვლით“, - წერს ხათუნა ნოელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი პერიოდია საშიში და სახიფათო წონაში დაკლებისთვის

„სამყარო ძალიან რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდს გადის, გახსოვდეთ, მთავარი ღირებულებები...“ - რას ამბობს ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი

„მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ“ - რატი დურგლიშვილის მილოცვა იუბილარ მამას