ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ურანისა და კუროს შეხვედრა ასტროლოგიური ქრონოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა.
„ურანისა და კუროს შეხვედრა ასტროლოგიური ქრონოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. ურანის 84-წლიანი ციკლი (7 წელი თითოეულ ნიშანში) ნიშნავს, რომ პროცესები, რომლებიც ახლა კუროს ზოდიაქოში მიმდინარეობს, საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ხდება.
ამჟამად მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა არის კუროსა და ურანის შეერთება, რომელიც გრძელდება დაახლოებით 26–27 აპრილამდე. ეს პერიოდი შეიძლება გამოვლინდეს როგორც დადებითი, ისე რთული ფორმებით.
ურანი ასოცირდება მოულოდნელ ცვლილებებთან, გარდაქმნებთან და შოკურ მოვლენებთან. მისთვის დამახასიათებელია სწრაფი, არაპროგნოზირებადი პროცესები — ეტაპობრივი განვითარება ნაკლებად ახასიათებს. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში მიღებულმა ცვლილებებმა შეიძლება ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ მტკივნეული ფორმით იჩინოს თავი.
განსაკუთრებით ეს გავლენა ეხება: კუროს და მორიელს. ასევე გარკვეულწილად: ლომს და მერწყულს.
კუროსა და მორიელის შემთხვევაში, შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული, „ნალოლიავები“ პირადი ან ოჯახური სცენარები მოულოდნელად დაინგრეს. ეს შეიძლება იყოს რადიკალური გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში მიიღება.
მეორე მხრივ, ეს ცვლილებები ყოველთვის ნეგატიური არ არის. ის, რაც აქამდე „სტაბილურობად“ აღიქმებოდა, შესაძლოა რეალურად შეჩერებული და დამუხრუჭებული მდგომარეობა იყო. ამიტომ ამ პროცესმა შეიძლება ადამიანს მისცეს ბიძგი, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაიწყოს ახალი ეტაპი.
დიახ, ეს ცვლილებები შეიძლება იყოს მტკივნეული, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ხშირად გარდამტეხი და სასარგებლოც აღმოჩნდება“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
წყარო: primetime.ge