Digest Logo

ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

1777198436
ჩერნობილი ჩერნობილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიიდან 40  წელი გავიდა.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. 

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე.

დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე ომის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩერნობილის ელექტროსადგური გადაურჩა დაბომბვას, ელექტროენერგიის გათიშვასა და განმეორებით ბირთვულ კატასტროფასაც კი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღალატი სქესით არ იზომება, ტკივილი ერთნაირად ამხელს ადამიანის ბუნებას, ეს არ არის თვისება, არჩევანია“ - გიორგი ლობჯანიძე

1.05.2026: სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში - მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული“ - სოცქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა