Digest Logo

🎥 „მთავარი ფავორიტი ხართ, პოზიტიური ცვლილებების დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1753690290
 მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა შედარებით სტაბილური და მშვიდია, რომელიც გვაძლევს საშუალებას მნიშვნელოვანი საქმეები დავასრულოთ და ახალი საქმეები გავარკვიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, არ არის კარგი ახალი საქმეების დაწყება და უმჯობესია, დაასრულოთ ძველი საქმეები“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იუთუბის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ მიმდინარე კვირის ვიდეო პროგნოზში აღნიშნავს.

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის? 

ვერძი ♈

ენერგოტონუსი მოიმატებს, იზიდავთ ადამიანებს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. არ იყოთ ზედმეტად სულსწრაფები და თქვენი საქმეები არ გააკეთებინოთ სხვას. 

პერიოდი კარგია ქორწინებისთვის, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი აიმაღლებთ ავტორიტეტს. 

კურო ♉

გრძნობთ, რომ ორგანიზმი ითხოვს დასვენებას, თუ აიღებთ შვებულებას და დაისვენებთ იქნება კარგი, თუ არა შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. მატულობს დაღლის ტენდენცია. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ.

ტყუპები ♊

პერიოდი კარგი და საინტერესოა. ხდებით უფრო აქტიურები. ფინანსური კუთხითაც შეიძლება, სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. 

საქმეებსაც კარგად და სწორად მართავთ. პერიოდი კარგია შეხვედრებისთვის და მოგზაურობისთვის.

კირჩხიბი ♋

ენერგოტონუსი ეცემა, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაასვენეთ საკუთარი თავი. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თავს. ძველი ან არსებული საქმეებიდან შესაძლოა, მიიღოთ მატერიალური შემოსავალი.

ლომი ♌

კარგი პერიოდია, მზე ახლა სწორედ ლომის ნიშანს გადის. მთავარი ფავორიტი ახლა არის ლომი, არის ენერგიული და მიმზიდველი. პოზიტიური ცვლილებების დროა. 

ქალწული ♍

პერიოდი ითხოვს, ცოტა მეტ ყურადღებას. ახლა იწყება დაბადების წინა პერიოდია, რაც რთულია. დაასვენეთ ორგანიზმი, რათა არ დაუშვათ შეცდომები. 

მატულობს ფარული მტრების, ჭორების, მოტყუების ალბათობა.

გახსოვდეთ, მოშურნეებს არ სძინავთ და სჯობს ენას კბილი დააჭიროთ.

სასწორი ♎

პერიოდი კარგია, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობები. შესაძლოა, თქვენმა წინადადებამ გამოწივიოს ეს ყველაფერი. შესაძლოა, ხელმძღვანელებთან დაიძაბოს ურთიერთობა.

მორიელი ♏

მრავალფეროვანი მოვლენების პერიოდია, უნდა მოასწროთ ბევრი რამ. შესაძლოა, მიმდინარე პერიოდში თავი იჩინოს ფინანსურმა წარმატებამ სწორედ პარტნიორი ურთიერთობებისგან.

მშვილდოსანი ♐

საინტერესო პერიოდია, მატულობს ენერგოტონუსი და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების დროა. კარგია ეს კვირა სულიერი განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის. არ იყოთ სულსწრაფები და ემოციურები. ამ მხრივ იყავით ყურადღებით.

თხის რქა ♑

იცვლება პარტნიორული ურთიერთობები. ფინანსების განაწილებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა. შეიძლება, ოჯახთან წარმოიქმნას დაძაბულობა, თუმცა შესაძლოა, კარიერაში გქონდეთ წინსვლა. ეცადეთ, მეტად დაასვენოთ ორგანიზმი.

მერწყული ♒

პერიოდი კარგია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, მოხდეს სერიოზული ტრანსფორმაცია, როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი კუთხით. რაც მეტად შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას პარტნიორულ ურთიერთობაში, უფრო მეტად იქნებით წარმატებული.

თევზები ♓

ბევრი საქმე გექნებათ, გეგმების  და ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. ვალდებულების შესრულება გძაბავთ და გაქცევთ შინაგან მარწუხებში, რაც შინაგანად გაწუხებთ. 

იყავით მეტად დიპლომატიურები და იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. არის სამედიცინო შეცდომების დაშვების ალბათობა, დიაგნოზი კი აუცილებლად გადაამოწმეთ. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კვარაცხელიების ოჯახური შეკრება - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია?

🎥 „ბრწყინავ!“ - შორენა ბეგაშვილი პარიზში მოგზაურობს

⭕ „ჩემი ცოლი, პარტნიორი, მეგობარი, ჩემი სიყვარული და სინათლე“ - კარლო პონტი მეუღლეზე