
ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ქართველ მარიამ შარმანაშვილზე დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.
აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.
ამჯერად, კარლო პონტი უმცროსი სოციალურ ქსელში ქორწილის ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს და მეუღლეს – სიყვარულით სავსე სიტყვებს უძღვნის:
„მე აგირჩიე შენ, რომ იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და სინათლე“, - წერს კარლო პონტი.
ცნობისთვის, წყვილის ურთიერთობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, კარლო პონტიმ ერთ-ერთ ფოტოზე მარიამს კომენტარით - Bellissima მიმართა, რაც მათ ურთიერთობის დასაწყისად იქცა. აღნიშნული რომანი გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
სოფი ლორენის ოჯახს ქართველ რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: