Digest Logo

„მთავარი ხდება კომუნიკაცია, სიტყვა, ინტელექტი, იუმორი და ფლირტი...“ - პლანეტა ვენერა ტყუპების ნიშანში გადავიდა

1777210927
ენერა — ტყუპების ნიშანში გადავიდა

♀♊️24 აპრილიდან სიყვარულის, ურთიერთობების, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა ტყუპების ნიშანში გადავიდა.

სივრცეში შემოვიდა მსუბუქი, მოძრავი, ცნობისმოყვარე და მრავალფეროვანი ენერგია. ეს არის ჰაერის სტიქიის შემოსვლა იმ პერიოდში, როდესაც ცაზე ჭარბობს ვერძის ცეცხლოვანი იმპულსი და კუროს უფრო მყარი, მატერიალური და ფიქსირებული განწყობა.

ახლა ატმოსფერო თითქოს ივსება მოძრაობით, საუბრით და ახალი იდეების გაცვლის სურვილით. ვენერას ტყუპებში ადამიანური ურთიერთობები უფრო მენტალურ დონეზე გადაჰყავს - აქ მთავარი ხდება კომუნიკაცია, სიტყვა, ინტელექტი, იუმორი და ფლირტი.

ვისაც პირად რუკაში ეს მდებარეობა აქვს, ხშირად გამოირჩევა სწრაფი აზროვნებით, მოქნილობითა და სოციალური გარემოსადმი ადაპტაციის უნარით. მათთვის დამახასიათებელია ტკბილი სიტყვა და ხიბლი. ფლირტი, ინტერესის გაღვივება, ინტრიგა, მსუბუქი კონტაქტი და მრავალფეროვანი სოციალური კავშირები მათთვის ბუნებრივია. ზოგჯერ ასეთი ადამიანები სიტყვებში ძლიერები არიან, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად თანმიმდევრულები.

შეიძლება ადვილად აღძრან ინტერესი, მაგრამ ყოველთვის არ ჰქონდეთ სურვილი ბოლომდე ჩაერთონ ან სწრაფად აიღონ ვალდებულებები. მიზეზი მარტივია — მათთვის მოწყენილობა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სიყვარულშიც და მეგობრობაშიც ხშირად ურჩევნიათ თავისუფალი, მსუბუქი და ცოცხალი ატმოსფერო.

ზედმეტი სიმძიმე, დრამატიზმი და ემოციური წნეხი მათ სწრაფად ღლის. მეორე მხრივ, იზიდავთ ყველაფერი ახალი და განსხვავებული. ურთიერთობაში ყველაზე მეტად სჭირდებათ კომუნიკაცია, აზრების გაცვლა და განცდა, რომ პარტნიორთან ერთად ვითარდებიან. ხშირად ქვეცნობიერად ეძებენ ადამიანს, ვისგანაც რაღაც ახალს ისწავლიან.

ვენერა ტყუპებში ხშირად მიუთითებს სოციალურად ძლიერ ადამიანზე — ცნობისმოყვარე, მოქნილ და სხვადასხვა წრესთან ადვილად მოსარგებ პიროვნებაზე. თუ პირადი რუკის სხვა ფაქტორებიც მხარს უჭერს, ასეთი ადამიანი დაბადებულია კონტაქტებისთვის, ქსელების შესაქმნელად და სოციალური სამყაროს ცენტრში ყოფნისთვის.

ვენერას ტყუპებში მოძრაობის პერიოდში სიყვარულში, ესთეტიკაში და ფინანსურ საკითხებში წამყვან ძალად იქცევა სიტყვა, კავშირები, იდეები და მოქნილობა. ყველასთვის სასარგებლოა ამ მსუბუქ და ცნობისმოყვარე მიმდინარეობას ფეხი აუბას, რადგან სწორედ აქ იბადება ახალი შესაძლებლობები და ახალი კავშირები.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი ბალახეულია ყველაზე ძლიერი და როგორ გამოვიყენოთ მათი მაგია პრაქტიკაში - ეზოტერიკოსის რჩევები

„ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ესთეტიკური პროცედურებისგან!“ - ასტროლოგის მიმართვა

„ლევანიკოს შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ვიყავი როგორც რობოტი, რომელიც უბრალოდ აგრძელებს არსებობას“ - სალომე კბილაშვილის ემოციური პოსტი