მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სიახლეა. მას რჩეულმა ხელი რამდენიმე თვის წინ ხელი სთხოვა, სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილმა ურთიერთობა უფლის წინაშე, ჯვრისწერით დააკანონა.
წყვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არ წყდება. ამჯერად ნანკამ სოციალურ ქსელში რჩეულს დაბადების დღე მიულოცა და გამომწერებს საკუთარი ბედნიერება კიდევ ერთხელ გაუზიარა.
„ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მთავარი მრჩეველი, ჩემი მთავარი გულშემატკივარი, ჩემი მესაიდუმლე, ჩემი იმედი, ჩემი ფავორიტი ადამიანი და რაც მთავარია, ჩემი ქმარი 38 წლის გახდა ყველაზე ბედნიერი მინდა იყოს და ვიცი იქნება, იმიტომ რომ ჩემს ხელშია“, - წერს ნანკა გვარიშვილი.
ვინ არის ნანკას რჩეული?
როგორც ცნობილია, ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს.
შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.
ასევე დაგაინტერესებთ: