ვენერა - სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ურთიერთობებში ბალანსის, ესთეტიკასა და დახვეწილი ემოციების პერიოდს ნიშნავს. ეს ტრანზიტი სიყვარულს უფრო ნაზ, დიპლომატიურ და გონივრულ ელფერს აძლევს: ადამიანები ცდილობენ ურთიერთობაში თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და სილამაზის შეგრძნებას. ვენერა საკუთარ სახლში ბრუნდება - იქ, სადაც გრძნობა სიტყვად იქცევა და ემოცია – ხელოვნებად.
რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სიყვარულის მმართველი პლანეტის გადასვლა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, ამაზე მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
ვერძი - ყველაზე კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, შემოქმედებისთვის, სიყვარულისთვის. გაიფურჩქნება მიმდინარე ურთიერთობა, გალამაზდება. იაქტიურეთ, ურთიერთგაგება თქვენსა და პარტნიორს შორის გაიზრდება. საქმიანი პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება წარმატებული.
კურო - სპონტანურად იპოვით სიყვარულს. შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ იქნებით კრიტიკულები და ჯიუტები.
ტყუპები - იფურჩქნებით სიყვარულში, საუკეთესო პერიოდია. ძველი ურთიერთობა მაღალ დონეზე ავა და იგრძნობთ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიყვარული.
კირჩხიბი - მზად იყავით, რომ შესაძლოა, მოულოდნელად მეზობელი, მეგობარი შეგიყვარდეთ! გაქვთ შესაძლებლობა, იპოვოთ ნამდვილი სიყვარული.
ლომი - დაასტაბილურებთ სასიყვარულო ურთიერთობას, აიყვანთ უმაღლეს დონეზე.
ქალწული - საინტერესო პერიოდი გაქვთ, შესაძლებლობები გექნებათ უცხოეთში იპოვოთ სასიყვარულო პარტნიორი.
სასწორი - მთავარი მოქმედი პირი ხართ! ახლა თქვენი დროა, რასაც აქამდე ვერ წყვეტდით, ახლა გაქვთ შანსები!
მორიელი - მეტი მიდრეკილება გექნებათ ვნებიანი სიყვარულისკენ, ნუ დაუკავშირდებით პარტნიორს, ვისთანაც ვნება სძლევს, რადგან მომავალში აღმოაჩენთ, რომ გიღალატეს.
მშვილდოსანი - სასიყვარულო კონტაქტების ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, ორშაბათიდან მზად იყავით! ქორწინებისთვის ძალიან კარგი პერიოდია.
თხის რქა - გაქვთ სასიყვარულო კონტაქტების მხრივ კარგი პერიოდი, ნუ გაგიკვირდებათ თუ ინტერნეტში ისეთი ადამიანი დაგიკავშირდებათ, ვისაც არ ელოდით. ნუ იჩქარებთ და უცაბედ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ!
მერწყული - საინტერესო ურთიერთობა გაქვთ და ცდილობთ იყოს არასტანდარტული, რომანტიკული. ან შესაძლოა აღმოჩნდეთ უცხოეთში, სადაც პარტნიორს გაიცნობთ. მოულოდნელობების დროა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ.
თევზები - ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ, თუ შემოქმედი ხართ შესაძლოა, გაიცნოთ სხვა მუსიკოსი, მხატვარი, დიზაინერი, არქიტექტორი. მზად იყავით ინტუიციური სიყვარულისთვის, მთავარია არ აგერიოთ ვნება და სიყვარული“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: