2 ნოემბერი - სინაზისა და იღბლის დღე ✨
დღეს შესანიშნავი დღეა! დღის ენერგიებია 2 • 5 • 7.
თვის მეორე რიცხვი ორშაბათს დაემთხვა - დღეა, რომელიც ორის ენერგიას უკავშირდება, ამიტომ ახალი კვირის მშვიდად, ნელა და ზედმეტი ემოციების გარეშე დაწყება მოგინდებათ.
🫶 დღეს განსაკუთრებით მოგინდებათ, ვინმემ მოგეფეროთ, გაკოცოთ და მზრუნველობა გამოხატოს. გითხრათ: „დაისვენე, დღეს არაფერი გააკეთო“, თუმცა, მთლად მოდუნებაც არ ღირს.
💋 წარმატებული დღის მთავარი საიდუმლო სინაზეა. მოეფერეთ, აკოცეთ და ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს.
🥰 თუ საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავთ, ნუ იდარდებთ! საკუთარ თავსაც მოეფერეთ, იზრუნეთ მასზე და გაიმეორეთ: „მე ჩემი საყვარელი მზე ვარ. სიყვარულის, სინაზისა და ბედნიერების ღირსი ვარ“.
🤍 დღევანდელი იღბლიანი ფერებია თეთრი, რძისფერი და მარგალიტისფერი. ეცადეთ, რაც შეიძლება ღია ფერის სამოსი შეარჩიოთ და, შეძლებისდაგვარად, შავი ფერისგან თავი შეიკავოთ.
💆♀️ აუცილებლად წადით მასაჟზე. დღეს შეხება და სხეულებრივი სიახლოვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ შეარჩიეთ სპეციალისტი, ვისთანაც თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ.
🌸 დაურეკეთ დედიკოს და უთხარით, როგორ ძალიან გიყვართ. შეგიძლიათ პატარა საჩუქრითაც გაახაროთ. თუ ურთიერთობა რთულია, უბრალოდ მისწერეთ: „დედიკო, ჯანმრთელად იყავი. მადლობა ჩემი სიცოცხლისთვის“.
🌙 შვიდიანის ენერგიის გავლენით, შესაძლოა, არსად გეჩქარებოდეთ - და არც არის საჭირო! ყველაფერი მშვიდად აკეთეთ, ოღონდ სრულიად არ გაჩერდეთ. დღეს ყველაფერი სინაზით, სიყვარულით, კოცნითა და ჩახუტებით წყდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები, უარი, გეგმების ჩაშლა“ - 2 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით