Digest Logo

მთვარე კუროში და უკურსო პერიოდი: რა შესაძლებლობებსა და ფარულ საფრთხეებს გვიმზადებს 2 სექტემბერი?

1788341347
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

2 სექტემბერი საკმაოდ საინტერესო დღეა.

დღის პირველი ნახევარი აქტიური მოქმედებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და კონკრეტული შედეგის მისაღწევად არის ხელსაყრელი, ხოლო შუადღის შემდეგ ტემპის თანდათან შენელება და უკვე დაწყებულ საქმეებზე კონცენტრირება ჯობს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის სწორად განაწილება - ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სასურველია დღის პირველ ნახევარში მოასწროთ.

„მთვარე კუროს ნიშანში მოძრაობს, რაც თავისთავად ქმნის მშვიდ, სტაბილურ და პრაქტიკულ განწყობას. მთვარე კუროში არ არის ქაოსისა და სიჩქარის მოყვარული, სამაგიეროდ, გვეხმარება კონკრეტული შედეგის მიღწევაში და შენარჩუნებაში. ეს კარგი დროა სამუშაოს დასასრულებლად, შეთანხმებების მისაღწევად, ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად, დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ყოფითი და ორგანიზაციული პრობლემების გადასაჭრელად.თუმცა დღის პირველი ნახევრის მთავარი უპირატესობა მთვარის ჰარმონიულ კონფიგურაციაშია, რომელსაც ის მარსთან (კირჩხიბში) და მერკურთან (ქალწულში) ქმნის.

მერკური ქალწულში განსაკუთრებით ძლიერია ისეთ საკითხებში, სადაც საჭიროა ლოგიკა, სიზუსტე, ყურადღება დეტალებისადმი, ინფორმაციის დამუშავება, დოკუმენტებთან მუშაობა, გამოთვლები და ანალიზი. მარსი კი ამ ენერგიას მოქმედების იმპულსს მატებს - მხოლოდ ფიქრი და დაგეგმვა აღარ გვაკმაყოფილებს, ჩნდება სურვილი, საქმეს პრაქტიკულად შევუდგეთ და კონკრეტული შედეგი მივიღოთ. კუროს მთვარე კი ამ ყველაფერს სტაბილურობას მატებს და გვეხმარება, ენერგია სხვადასხვა მიმართულებით არ გავფანტოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ამიტომ დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგია იმ საქმეებისთვის, სადაც ერთდროულად საჭიროა ფიქრი, კომუნიკაცია და მოქმედება. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საუბარი, შეხვედრა, საქმიანი საკითხის განხილვა, მოლაპარაკება, დოკუმენტების გაფორმება, სწავლა, კონსულტაცია ან დაგროვილი ორგანიზაციული პრობლემების მოგვარება, უმჯობესია ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში მოიმოქმედოთ.

მარსის მონაწილეობა ამ კონფიგურაციაში ასევე ხელს უწყობს ოჯახთან, სახლთან და საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამიტომ დილის საათებში შეგიძლიათ მიხედოთ საოჯახო საქმეებს, სახლის მოწესრიგებას, სივრცის ორგანიზებას ან ყოფით საკითხებს, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. თუ რაიმე საქმე მუდმივად „ხვალისთვის“ გაქვთ გადადებული, დღეს დილით მისი ადგილიდან დაძვრა ნამდვილად შესაძლებელია.

ხელსაყრელი მონაკვეთი დაახლოებით 14:50 საათამდეა თბილისის დროით, რადგან შემდეგ მთვარე უკურსო მოძრაობას იწყებს. ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, ფაქტობრივად, მომდევნო დღის შუადღემდე. ამიტომ ამ დროიდან დღის სტრატეგიაც უნდა შევცვალოთ.

უკურსო მთვარის პერიოდში არ არის სასურველი მნიშვნელოვანი ახალი საქმეების დაწყება. უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ახალი პროექტების დაწყება, შეთანხმებები და ის საკითხები, რომელთა განვითარებაც და დროში გათვლილი შედეგი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ ეხევა ყოვდღიურ წვრილმან საქმეებს, ეხება მხოლოდ მასშტაბურ, მნიშვნელოვან წამოწყებებს და გადაწყვეტილებებს.
შუადღის შემდეგ გაცილებით უკეთ იმუშავებს მშვიდი ტემპი, რუტინული საქმეები, უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელება და საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინა.

,,ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყოველ საქმეს თავისი ჟამი ცისქვეშეთში“.

ამიტომ 2 სექტემბრის მთავარი პრინციპია: დილით - მოქმედება, შუადღის შემდეგ - შენელება.

ამ ყველაფერს ემატება 21-ე მთვარის დღის ენერგიაც. ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძლიერი დღეა მთვარის ციკლში. მისი სიმბოლოა ცხენი - მოძრაობის, წინსვლის, თავისუფლების, მიზანდასახულობისა და ძლიერი ნების სიმბოლო.

21-ე მთვარის დღის ენერგია გვაძლევს სურვილს, წინ წავიდეთ, დავძლიოთ დაბრკოლებები და მიზნებს თამამად მივუახლოვდეთ. სწორედ ამიტომ დღის პირველ ნახევარში ეს ენერგია განსაკუთრებით ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

დღეს პასიურობამ შესაძლოა დაგამძიმოთ. ენერგიას დახარჯვა სჭირდება, ამიტომ სასარგებლო იქნება ფიზიკური აქტივობა, სპორტი, სეირნობა, მოძრაობა და ნებისმიერი პრაქტიკა, რომელიც სხეულისა და ენერგიის გააქტიურებას უწყობს ხელს.

დღის განმავლობაში მოვლენები შეიძლება ჩვეულებრივზე სწრაფად განვითარდეს, ხოლო ზოგიერთი გადაწყვეტილება მოულოდნელად და საკმაოდ სწრაფად გაჩნდეს. ამიტომ იყავით ყურადღებით, მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მზად იყავით მოულოდნელი შესაძლებლობებისთვის.

მთავარია, სწორად გამოიყენოთ დღის რიტმი. ნუ ეცდებით მთელი დღის განმავლობაში ერთნაირი ტემპით მუშაობას. დილის საათებში გამოიყენეთ შესაძლებლობა, იმოქმედოთ, გადაწყვიტოთ, მოაგვაროთ და დაასრულოთ. ხოლო შუადღის შემდეგ მიეცით საკუთარ თავს უფლება, შეანელოთ, დაისვენოთ და მოვლენებს ბუნებრივად განვითარების საშუალება მისცეთ.

ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს, როგორც წინსვლა სწრაფი ტემპით, ასევე შენელება და დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა, ზოგჯერ კი - დროულად შეჩერება.

გისურვებთ, ცნობიერად და ეფექტურად განვლოთ დღევანდელი დღე!“,- აღნიშნულია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.