ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, 28 აგვისტოს სახასიათო ნიშნებზე საუბრობს.
„მთვარის 24-ე დღეა, ის კლებაშია იცვლის ნიშანს - ტოვებს ტყუპებს და გადადის კირჩხიბში. კირჩხიბში ის დილით გადავა, მანამდე კი მას უძღვის უკურსო მთვარის პერიოდი. 12 საათის შემდგომ უკვე კირჩხიბში გადავა.
მთვარეს საკმაოდ ნეგატიური ასპექტები ექნება ვენერასთან მერკურთან, ადრე დილით კი სატურნთან. თუმცა ერთი ჰარმონიული ასპექტი მაინც გვაქვს, მთვარისა და მზის სექსტილი. ასევე გვაქვს ვენერასა და ნეპტუნის ოპოზიცია, რაც გამოიწვევს ბევრ ილუზიას და ტყუილს. მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა არ არის რეკომენდებული, ასევე პაემანზე წასვლა და გადაწყვეტილებების მიღება.
კირჩხიბის თემა კი ოჯახი, საშინაო საქმეები და ადამიანები არის. მაქსიმალურად შეგიძლიათ რომ დაუთმოთ ოჯახს, მოეფეროთ და მოესიყვარულოთ მათ. არ გადატვირთოთ კუჭი, სამაგიეროდ შეგიძლიათ სტომატოლოგიური პროცედურები ჩაიტაროთ. არგი პერიოდია ძვლოვან სისტემაზე სამკურნალოდ“, - აღნიშნა ხათუნა ნოელმა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი და ამაყი ვარ“ - ქინქლაძე მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერს გამოეხმაურა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი