Digest Logo

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვან დღეებზე წერს

1/9/2023 • 5:17
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე მთვარის უკურსო მოძრაობის კალენდარს აქვეყნებს და წერს, რომ ამ კონკრეტულ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: 

ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
* არ შეიძინოთ ნივთები;
* არ დაიწყოთ ახალი საქმე;
* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
* არ დადოთ შეთანხმებები;
* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას წაშლიდი შენი გონებიდან?“

🔵Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

🔵„დღეს სავსემთვარეობაა -მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება... იყავით ფრთხილი და წინდახედული“ - მიხეილ ცაგარელი