
მღვდელი გურამ ოთხოზორია ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში. იგი სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, ექვს დედმამიშვილიან ოჯახში დაიბადა.
მისი ცნობიერი მდიდარია, როგორც ქრისტიანული თეოლოგიის სიღრმისეული ცოდნით, ასევე სხვა რელიგიური ფილოსოფიური თუ მეცნიერული სწავლებების აღქმით.
მამა გურამის ხედვა განპირობებულია კაცობრიობის უპირობო სიყვარულით.
ცხოვრების გზა, მოღვაწეობა და პიროვნული ღირებულებები შთამაგონებელია როგორც სულიერი, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მისი ქადაგებები ხშირად ინტერნეტშიც ვრცელდება და ბევრი ადამიანის გულამდე მიდის.
მამა გურამს სჯერა, რომ ადამიანის გადარჩენა იწყება ერთით - საკუთარი თავის გაუმჯობესებით.
მამა გურამი „იუთუბის“ პოდკასტის - „კაცმანის სხვა პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც სულიერი ზრდაზე, რელიგიურ თემებზე,ადამიანობაზე, ღირებულებებსა და შინაარსზე ისაუბრა:
„ჩვენთან იყო მოარული, რომ „მეგობარი“ ერთი გობიდან ჭამს. სინამდვილეში, ლიტერატორებმა აღმოაჩინეს, რას ნიშნავს სიტყვა მეგობარი! ფერეიდნელ ქართველებს აქვთ ასეთი სიტყვა შემონახული, თავდაპირველი მდგომარეობით მეგობარს ეძახი მეგვებარს. ანუ ის ეგუება, შეგუებაში ვისთანაც მოდიხარ - ის არის შენი მეგობარი. ვინ არის შენი მეგობარი? ვისაც პირველად შეხვდი და იქ მოხდა რაღაცა და მერე ჩნდება, თუ არადა არასოდეს მოხდება.
სიტყვებს დაკარგული აქვთ არსი, რასაც გამოხატავდნენ მაშინ - შეხვედრა რას ნიშნავს? ხვედრი ხდები მისი, ორი არ ხარ, მასთან მთლიანდები. მე შენ გარედან კი არ შემხვდი, მერგე წილად.
გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ნათქვამი: მე მთელი სამყაროს სიბრძნეები, როგორც ფუტკარმა ყვავილებიდან ნექტარი, მოვაგროვე და ქრისტეს ფეხებთან დავდეო.
აქ არ უნდა გავიგოთ ქრისტე, როგორც ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ქრისტე რა ქრისტიანი იყო თავის დროზე? ეს შემდეგ ქრისტიანობამ უბრალოდ მისი მოძღვრება შეკრა, შეფუთა მსოფლიო კრებებით და ეს აუცილებელი იყო, რომ არ გაღვრილიყო ეპოქები და ის გულიც დატოვა - რა გვინდა ჩვენ?
ავთანდილობა რა არის ჩემში?
რომ შევკრიბო ყველა გამოცდილება, რაც კულტურებს, ეპოქებს დაუგროვებია, შემოკრიბო, ამის შემდეგ შეძლებ ბოროტების არსის გაგებას.
მნიშვნელოვანია მთელი ის გამოცდილებების ჯამი ვიცოდეთ, მიმართულება, რისთვის ვიძენთ ცოდნას? რა არის საგანი ჩვენი ძიებების, რა დევს ბოლოში ან ვინ გველოდება?
ქართულად სიყვარული რატომ არის მიყ-ვარ-ხარ, ვარ და ხარო, ანუ რას გეუბნება?
სიყვარული ამთლიანებს ჩემს და შენს ყოფნის არსს. ვარ+ხარ, ერთი ა უნდა შევკვეცოთ მათემატიკურად და რა გამოდის? ვხარ! და ვხარობ. ვხარობ, როცა მე და შენში გამთლიანებაა.
რა არის სიხარული?
სულის თვისებაა, როგორც წყლის თვისებაა სისველე. ეს სულია სიხარული და როცა ეს დავკარგეთ, უკვე გარეთ გავიტანეთ და მოგვაქვს სიამოვნებას ვიღებთ, ბუნებრივია ეს ის არ არის.
ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არის სიხარული, ეს სამოთხის მდგომარეობაა, სტანდარტია. როცა ამას ვკარგავთ, იძულებული ვართ ჭიდან, ანუ თვალით დასანახით, ყურით მოსასმენით მჭირდება“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გვიყვარხართ! უფალმა დაგლოცოთ!“ - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მივარდნა, დახვრეტა და გამოთრევა...“ - მამა შალვა კეკელია