თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ მაშველებმა 68 წლის კაცი გადაარჩინეს. ნანგრევებიდან ამოყვანის პროცესში გადარჩენილი, მაშველებს ხელზე კოცნის.
🔵თურქეთში მიწისძვრის სიმძლავრე 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა - AFAD-ის ხელმძღვანელი
კადრები თურქულმა მედიამ გაავრცელა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი