Digest Logo

მზე კუროშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

1682058000
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

20 აპრილს, 03: 00 საათზე, მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან კუროში,  ერთი თვით გადავიდა. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ადამიანებში კუროსთვის დამახასიათებელი თვისებები - სიმშვიდე, შრომისუნარიანობა, მოთმინება, სიდინჯე, სულიერი ჰარმონია და კეთილსინდისიერება იქნება გამძაფრებული.

დაიჯესტი“ დაინტერესდა, რომელი ნიშნისთვის იქნება შემდგომი პერიოდი კარგი, საშუალო და საფრთხილო.

მიხეილ ცაგარელის თქმით, 20 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდის მთავარი ფავორიტი კუროს, ქალწულის, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იქნებიან. მათი ენერგოტონუსი, იმუნიტეტი, იღბლიანობა, წარმატების შანსი, შარმი და განწყობა მაღალია.

ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგად უნდა გამოიყენონ კუროებმა. მათ უამრავი მოულოდნელი სიურპრიზი ელოდებათ. ისეთ ადგილებში გაუმართლებთ, სადაც წარმოდგენა არც ჰქონდათ. მათთვის ზღაპრული პერიოდი და მიზნების მიღწევის დროა.

რაც შეეხება კითხვას - თუ ვისთვისაა რთული ეს პერიოდი, ცაგარელის თქმით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ტყუპები, არანაირი სარისკო მოქმედება, კონფლიქტი და ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. მათ ყველაფერი გაურთულდებათ და სჯობს, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიახლისგან.

რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს - მშვილდოსანი, ლომი, მერწყული, ვერძი, სასწორი, თევზები და თხის რქა - სასურველია, ეს ნიშნები ყოველდღიური საქმიანობებით შემოიფარგლონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ჩვენ მაგ კონცერტს, გვირჩევნია იმ 16 აქონდროპლაზიის მქონე ბავშვს დაეხმაროთ!“ - ბაია პატარაია

🔵„მოულოდნელი შეხვედრების დღეა - კარია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵🎥 „გაგიმარჯოს, ჩვენო ხვიჩა...“ - ნუგზარ ერგემლიძემ და ზურა კობეშავიძემ ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნეს