Digest Logo

„ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის... კონტაქტები არ არის რეკომენდებული“ - 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1778271817
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2026 წელი.

მთვარის 22-ე დღე (23:00-02:00).

სიმბოლური შესატყვისები: მშვილდოსნის მე-13 და 24-ე გრადუსები.

სიმბოლო: განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.

მოქმედება: სწავლა.

სახელწოდება: სპილო, წიგნი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: -.

მისტიკური ზეგავლენა: ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა “გარდაქმნების წიგნი ი-ცზინი”-თ. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმაოთ ცოდნა.

სოციალური ზეგავლენა: სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.

სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.

ზეგავლენა ჩასახვაზე: -.
მედიტაცია: წიგნი.

მთვარე იმყოფება თხის რქის ზოდიაქოში 8.04-ის 8:03 სთ-დან 11.04-ის 3:55 სთ-მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება თევზების და მორიელის ნიშნებს.

საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ტყუპების და ლომის ზოდიაქოს.

თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები მშვილდოსნის ნიშნისთვის.

კრიტიკულია ეს დღეები ვერძის და სასწორის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 9 მაისი ნეიტრალური დღე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

„ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ“ - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე

რატომ არის წონის კლება რთული და როგორ ვიყენებთ ნეირობიოლოგიას ჩვენს სასარგებლოდ - ნუტრიციოლოგის განმარტება