ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, გაზაფხულის ენერგია ხის ელემენტთან პირდაპირ კავშირშია. ხის ელემენტი სიბრაზის, გაღიზიანებისა და შფოთვის ემოციებთან ასოცირდება.
🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?
შესაბამისად, გაზაფხულის პერიოდში კომუნიკაციაში დიდი დელიკატურობისა და მოქნილობის გამოვლენაა რეკომენდებული. ნუ გამოიწვევთ საკუთარ თავსა და სხვებს ისეთი საქმეში, რაც კონფლიქტურ სიტუაციას მოგიტანთ. ასტროლოგების თქმით, სიბრაზისა და ნეგატიური ემოციების გამოხატვა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძილის ხარისხზე, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის მუშაობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ამიტომ, გაზაფხულის პერიოდში გაზრდილი ემოციური მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, უენერგიობას, უმოტივაციობასა და სისუსტეს იგრძნობს.
ხის ენერგია ჩინურ ასტროლოგიაში სოციალური, მხარდამჭერი პოზიციით ხასიათდება. ამიტომაც, 2023 წლის გაზაფხულზე ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ შეეცდებით და ადამიანების, გარემოს მიმართ უფრო კეთილგანწყობილები, მხარდამჭერები გახდებით, გამოხატავთ თანაგრძნობას, ჩაერთვებით სხვადასხვა კეთილ საქმეში, სამყარო თითოეულ ნაბიჯს ორმაგად დაგიბრუნებთ და ყველა კარგ წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ.
გარდა ამისა, ხის ენერგია კრეატიულობას, ცნობისმოყვარეობას, მონდომებას, განახლების სურვილს წაახალისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის გაზაფხული თქვენი სანუკვარი იდეების განხორციელებისა და რეალობად ქცევისთვის საუკეთესო პერიოდია. დაიწყეთ ახალი ცოდნის მიღება, ჩაერთეთ ტრენინგებში, მასტერკლასებსა და პროექტებში, დაიწყეთ განახლება, შეცვალეთ კვებითი ჩვევები, აირჩიეთ ჯანსაღი ალტერნატივა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ასტროლოგების თქმით, ეს ენერგია თქვენს შემოქმედებითობას წაახალისებს. ახლა შესაძლოა, ის ჰობი, საქმე, რომელიც ბავშვობაში ძალიან გიყვარდათ, მოულოდნელად ისევ გააცოცხლოთ და განვითარება სცადოთ.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, გაზაფხულის პერიოდში იანის ენერგიის ზრდა აღინიშნება. ეს კი ადამიანებს მოტივაციას აძლევს და პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. დაიწყეთ ახალი პროექტები, სცადეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მიჰყევით საკუთარ ოცნებებს და არ გაჩერდეთ. გაზაფხულის ენერგია თქვენს მოტივაციასა და მონდომებას ამოიცნობს და კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ, რომ განვითარდეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გეომაგნიტური დღეა - აკონტროლეთ ემოცია და გამოიჩინეთ მეტი მოთმინება“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: www.beaumonde.ge