ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მზის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს:
„20 იანვარს, დილის 05:45 წუთიდან 18 თებერვლის ჩათვლით, მზე მერწყულის ნიშნის სტუმარი გახდება.
გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანა-მერწყულებო, თქვენც და საკუთარ თავსაც ვუსურვებ ბედნიერ დაბადების დღეს და წარმატებულ სოლარს.
კი აქვთ რთული პერიოდი იმ მერწყულებს, ვინც დაახლოებით 21-25 იანვრის პერიოდში არიან დაბადებულნი, რადგან მათ მზეს ტრანზიტული პლუტონი უერთდება, მაგრამ სამაგიეროდ ურანისაგან და ასევე სატურნის და ნეპტუნის შეერთებიდან ჰარმონიულ ენერგიებს იღებთ და წესით ეს კარგად უნდა გიბალანსებდეთ ცხოვრებას“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ XIV სეზონის მეოთხე ტურში კონკურსს არც ერთი წყვილი არ გამოეთიშა
⭕„დიდი ალბათობაა, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყოს...“ - 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი