
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 17 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 17 აგვისტოსთვის
მთვარის დღე — 24 / 25
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე ტყუპებში
ვერძი
დღე ხელს უწყობს ცვლილებებისკენ სწრაფვას. ეს შესანიშნავი დროა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ და წარმატებას ეცადოთ. თუმცა თავი აარიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს — შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. გახსოვდეთ: რამდენ ენერგიას ჩადებთ საქმეებში, იმდენივე დაგიბრუნდებათ.
კურო
დღეს შეიძლება ზედმეტად ეჭვიანი გახდეთ და უნდობლობა იგრძნოთ. თქვენი ჯიუტობის გამო რთული იქნება რაიმეს დამტკიცება. უმჯობესია საკუთარი ინტერესებით დაკავდეთ — ეს შეამცირებს ეჭვიანობის დონეს და უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს.
ტყუპები
საუკეთესო არჩევანი ახალი ჰობი იქნება ან არსებული უნარების გაუმჯობესება. თქვენი ყურადღება საქმეზე შედეგს მოიტანს. შესაძლებელია საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, რომელიც დაგაფიქრებთ, რომ სტაბილური ურთიერთობები არც ისე ცუდია.
კირჩხიბი
ყველა ნეგატივი მოიშორეთ და ფიქრები მომავალზე მიმართეთ. სამყარო ცოდნისა და პიროვნული განვითარებისკენ სწრაფვაზე დაგიჭერთ მხარს. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც თავიდან შესაძლოა არ მოგეწონოთ.
ლომი
სავსე იქნებით ენერგიითა და ახალი იდეებით. თქვენი შრომისუნარიანობა გაიზრდება, თუმცა პირადი ცხოვრება ცოტათი გადაიწევს. ოჯახურ ურთიერთობებში მაინც უნდა დაეხმაროთ ახლობლებს, თუნდაც ყოველდღიურ საქმეებში.
ქალწული
გექნებათ უნიკალური შანსი ოცნების ასრულებისთვის — ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, სასურველ კომპანიაში მოხვედრა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება. მთავარია, წვრილმანებზე არ გაიფანტოთ, რომ პროგრესი არ შეაფერხოთ.
სასწორი
გარკვეული მოვალეობები დაგეკისრებათ ყველა მხრიდან. მნიშვნელოვანია დროულად გაუმკლავდეთ, რათა საქმეები არ დაგიგროვდეთ. პირად ცხოვრებაში კი სითბო და ჰარმონია გელოდებათ.
მორიელი
ვინმე თქვენი ნაცნობი შეიძლება პრობლემაში აღმოჩნდეს და თქვენ შეეცადოთ დაეხმაროთ. ეს პრობლემა ხანგრძლივი იქნება, თუმცა საბოლოოდ მოგვარდება. სამსახურში მოსალოდნელია კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან, რამაც შესაძლოა კოლექტივთან მცირე დაშორებას გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
სამუშაო სფეროში სიტუაცია შეიძლება დაძაბული იყოს, ზოგიერთ საკითხზე შეხედულებების გადახედვა მოგიწიოთ. ურთიერთობებში კი ბედმა გამოცდა მოგიმზადათ. შესაძლოა, გაჩნდეს შერეული გრძნობები — დაბნეულობა.
თხის რქა
თხის რქა სტაბილურ ურთიერთობებს ეძებს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა. ადამიანები იცვლებიან, და თუ არსებული ურთიერთობა აღარ გაძლევთ არაფერს, ნუ შეგეშინდებათ ნაბიჯის გადადგმის — იქნება ეს პარტნიორობა თუ მეგობრობა.
მერწყული
ამ დღეს ძლიერი სურვილი გექნებათ აღიარებისა და წარმატების. თუ ამას ვერ მიაღწევთ, შეიძლება საკუთარ თავი ზედმეტად გააკრიტიკოთ. მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან უბრალოდ გაითიშოთ და ცხოვრების პატარა ბედნიერებით დატკბეთ. თუ მარტო ხართ, შესაძლებელია ახლო მეგობარმა ან ოჯახის წევრმა გაგაცნოთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი.
თევზები
თქვენი დღე დატვირთული იქნება საქმით, თავისუფალი დრო თითქმის არ დაგრჩებათ. თუმცა ამისთვის სათანადო მატერიალურ ანაზღაურებას მიიღებთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ნეგატიურ ფიქრებს — ის ენერგია, რასაც ასხივებთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არ დაეყრდნოთ მხოლოდ სიტყვას „ბიო...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
🎥 „არ მბეზრდება შენი ყურება...“ - შორენა ბეგაშვილის ახალი კადრები მოგზაურობიდან