Digest Logo

„ნეპტუნმაც თავისი ქნა და საიდუმლოებებიც გამომჟღავნდა...“ - თამარ აქუბარდიას აპრილის ასტროპროგნოზი

1744649961
თამარ აქუბარდია

ასტროლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე ხშირად გვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ამჯერად იგი მომდევნო პერიოდის ასტროპროგნოზზე, კერძოდ ნეპტუნის ვერძში გადასვლასა და შავი მთვარის მორიელში მოძრაობაზე საუბრობს:

„ისეთი რაღაცები მოხდა, რომლებიც ცვლის ყველაფერს. მაინც დავასახელებდი 25-30 აპრილს. ცოტა რთული პერიოდია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ქვეყანაც უნდა იყოს გარდამტეხ ფაზაში. ტრანზიტები ზოგადად მოასწავებს იმას, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება და რთული შედეგები აქვს. 

როცა ნეპტუნი იყო თევზებში, უფრო ჰარმონიული პერიოდი იყო. ახლა ვერძის ზოდიაქოში გადავიდა და მალე გვექნება შეერთება ნეპტუნი-სატურნის. ისეთი რაღაცები იყო ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ვერ ვხვდებოდით და ვერ ვამჩნევდით. ბევრი სიახლე იქნება და ბევრისთვის, ახალი ცხოვრება დაიწყება.

სანამ „შავი მთვარე“ გადავიდოდა მორიელში, ვამბობდი რომ ძალიან ცუდ რაღაცებს გააკეთებს ეს მთვარე და ბევრი ცუდი რაღაც ამოტივტივდებოდა. ნეპტუნმაც თავისი ქნა და საიდუმლოებებიც გამომჟღავნდა. ჩუმად წლების განმავლობაში ხდებოდა რაღაც, თუნდაც ის რძის ამბავი, რომელიც შემდეგ გასკდა.

მთავარი დარტყმა ბიზნესთან და საბანკო სფეროსთან იქნება. უკვე რამდენიმე მილიარდი დაკარგეს კომპანიებმა. მორიელის „ლილიტის“ დროს მკვეთრი რისკისკენ ნაბიჯის გადადგმა არ არის რეკომენდებული.

ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები იქნებიან კარმულ აღმავალ კვანძში დაბადებული. უნდა წავიდეთ სულიერ და შინაგან პროცესებში. გადავტვირთოთ და ახლებურად შევხედოთ ყველაფერს. ლიდერის და აქტიური ენერგიები აქვს ვერძს ამიტომ მუხრუჭი და ბალანსი უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა თამარ აქუბარდიამ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კეტი პერი, ლორენ სანჩესი, გეილ კინგი და ეკიპაჟის სხვა წევრი ქალები დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდნენ

⭕მომღერალი კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი