Digest Logo

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი სახის ვარჯიში და იოგა ზამთარში - „როდესაც კუნთი სპაზმშია, სჭირდება მოდუნება!“

1766382809
სახის იოგა

საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციის დამფუძნებელი შორენა ალიბეგაშვილი გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც სახის იოგაზე, ვარჯიშებზე და კუნთების მოდუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ზამთარი, სიცივე კანისთვის ისეთივე სტრესულია როგორც ზაფხული და მწველი მზე:

„სახის კუნთებს ისევე როგორც სხეულისას, სჭირდება გავარჯიშება. ოღონდ ვარჯიშები არის განსხვავებული. თუ სხეულის კუნთებს ტონუსში მოყვანა სჭირდება, სახის კუნთები უნდა იყოს მოდუნებულ მდგომარეობაში. როდესაც კუნთი სპაზმშია (მიმიკა პირდაპირკავშირშია სახის გამომეტყველებასთან) სჭირდება მოდუნება! 

ზამთარი სტრესია კანისთვის, როგორც ზაფხულის მზე. როცა კანი სტრესში ვარდება, პრევენციის მიზნით რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ. 

სახის იოგა ეხმარება კოლაგენის და ელასტინის სტიმულაციაში. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 

ვარჯიშები ეხმარება ადამიანს სიჯანსაღეში“, - ამბობს შორენა ელიბეგაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად...“ - 22 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

„ილოცე ჩემთვის მანდედან, რომ მონატრებას გავუძლო.... მიყვარხარ ყველაზე ძალიან!“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედაზე

„თუ ტრავმა არ არის გაცნობიერებული და ინტეგრირებული, ის მოქმედებს მაშინაც კი როცა „აქ და ახლა“ ხარ...“ - თამარ კვარაცხელია კარმაზე