🌕 23 ნოემბერი დღე, როცა სიჩუმეში განმარტოებაა საჭირო.
დღის ენერგიებია — 5 • 8 • 4. ხვალ, 24 ნოემბერს სავსემთვარეობაა, ამიტომ დაძაბულობა შესაძლოა დღესვე იგრძნოთ. ყველაფერი გაღიზიანებთ და შეიძლება მოგინდეთ ხმის აწევა და თქმა: „რა ორშაბათია ასეთი?!“.
მისია 8-ის გავლენით დღეს ბევრი რამის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. შეიძლება საქმე იმდენად დაგიგროვდეთ, რომ დაიღალოთ და თქვათ: „ამდენი რამდენი შეიძლება!“.
იმისთვის, რომ რეალიზაციაში ოთხიანმა დღე არ გაგიფუჭოთ, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. ნაკლები მოუყევით სხვებს საკუთარ თავზე და ნუ აჰყვებით სხვის პრობლემებს.
💞 დილიდან მოეფერეთ და ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს. შეივსეთ სინაზითა და დადებითი ენერგიით.
🧘♀️ დღეს გირჩევთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ და ნაკლები ილაპარაკოთ. თუ შეძლებთ, ერთი საათი სრულ სიჩუმეში გაატარეთ: არ ისაუბროთ, მუსიკას არ მოუსმინოთ და მაქსიმალურად მოერიდეთ ციფრულ ხმაურს. ეს ძალიან სასარგებლო იქნება!
✨ კარგი იქნება, თუ დღეს ახალ, ლამაზ და ვენერას ენერგიასთან დაკავშირებულ ადგილს ეწვევით — ჩაიცვით ლამაზად და წადით თეატრში, მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში, ახალ რესტორანში ან სპაში. საუკეთესო განწყობა გარანტირებულია!
🚶♀️ აუცილებლად გაისეირნეთ ახალი მარშრუტით. ახალი გზები დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან, დამშვიდდეთ და განიტვირთოთ.
👍 ნუ აუწევთ ხმას, ნუ აჰყვებით სხვის პრობლემებს, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დატკბით სიჩუმით. იყავით ბედნიერები!
ასევე დაგაინტერესებთ: