ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 17 მაისის ახალმთვარეობაზე წერს.
როგორც ასტროლოგი ამბობს, აღნიშნული პერიოდი სასიკეთოა ფინანსების მოსაზიდად და გასაძლიერებლად:
„17 მაისს, თბილისის დროით 00:01 საათზე, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს 25°57′ გრადუსზე და თუ რა საკითხები წამოიწევს წინა ხაზზე, სწორედ ამ სტატიაში ვისაუბრებ:
მე ამ პროცესს „მოულოდნელ გადატვირთვას” დავარქმევდი, რადგანაც პლანეტა ურანის გავლენა თვალშისაცემია.
ზოგადად, ახალმთვარეობა არის ასტრონომიული პროცესი, როდესაც მზე და მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში მოძრაობენ და უერთდებიან ერთმანეთს.
ასეთ დროს კარგია ახალი საქმეების დაწყება და აქტიურ ფაზაში გადასვლა.
მოახლოებული ახალმთვარეობა აერთიანებს კუროს სტაბილურ ენერგიას და ურანულ არაპროგნოზირებადობას.
ზოგადად, მნათობები ახლოს იქნებიან კუროს ნიშნის ფიქსირებულ ვარსკვლავ „ალგოლთან”, რომელი ვარსკვლავიც ნაკლებად სასიამოვნოა.
თუმცა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში უახლოესი ორკვირიანი ზონა მოიტანს დიდ სერიოზულ ცვლილებებს და ფინანსურ დაწინაურებებს, ზოგთან კი გაუგებრობებს და კონფლიქტებს.
მთვარის და ურანის შეერთება, როცა ურანი ტყუპებშია მოიტანს გეგმების გადახედვას, რეორგანიზაციას, ძველი სტრუქტურის დანგრევას და ახლის აშენებას.
არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას ახალი საფინანსო ორგანიზაციები, ბიზნესპროექტები, ფულადი მათემატიკური ოპერაციები და სხვა.
შანსები დადებითია იმისთვის რომ ცვლილებებმა გაამართლოს კიდეც, რადგანაც ექსპანსიის და გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი პოზიტიურ როლს თამაშობს ამ ყველაფერში.
არ გამოვრიცხავ რომ ბევრმა ფული იშოვოს უძრავი ქონების გასხვისებით ან უბრალოდ ამ თემას კარგად მოჰკიდონ ხელი.
ალგოლის სიახლოვე ამ ახალმთვარეობას ინტენსივობას მატებს.
საჭიროა, რომ იყოთ მოქნილნი და არ დაიგვიანოთ!
შესაძლოა, მოგიწიოთ ინფორმაციების გარკვევა-გადახედვაც.
დრო მისაღებია სტიქიურად მიწასთან, ბუნებასთან კონტაქტისთვის.
თქვენი გეგმების ბოლომდე ფორმირებისთვის.
არ ვარგა გაუაზრებელი ხარჯი. შეიძლება, ვინმეს ფული ასესხოთ კიდეც და უკან აღარ დაგიბრუნონ.
უფრო მეტად ეცადეთ, გაისტუმროთ ვალდებულებები და ნუ აჰყვებით უკანონო, მაცდუნებელ შემოთავაზებებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები
⭕„წითელი აბი და ცნობიერების გამოღვიძება: სიზიფე, ალუდა და ნეო“ - რას წერს რამაზ გიგაური