Digest Logo

„ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას, რის გამკლავებაც არ შეგიძლიათ“ - 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1745993726
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, სასურველია დაკავდეთ ყოველდღიური საქმით. ამასთან ერთად, უმჯობესია იმუშაოთ დამოუკიდებლად, თუ შესაძლებლობა მოგეცემათ გახვიდეთ ბუნებაში“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი - საკმაოდ ხელსაყრელი დღეა პრობლემების გადასაჭრელად. მიიღებთ ინფორმაციას, რაც მომავალში გამოგადგებათ. შესაძლებლობა გაქვთ გამოასწოროთ ურთიერთობები.

♉ კურო - იდეალური დღეა კომუნიკაციისთვის. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ დასაგეგმი გამოიყენეთ ეს დღე. ძველი ურთიერთობების აღსადგენად და შენაძენებისთვის კარგი დღეა. 

♊ ტყუპები - სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას, რის გამკლავებაც არ შეგიძლიათ. იყავით ფრთხილად. 

♋ კირჩხიბი - სასიამოვნო დღეა, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და გაზრდით თქვენს სანაცნობო წრეს. შეეცადეთ ყველაფერს დაუკვირდეთ, ინტუიცია დაგეხმარებათ. 

♌ ლომი - არაერთგვაროვანი დღეა, გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. 

♏ ქალწული - საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. გამოიჩინეთ ინიციატივა იქ სადაც საჭიროა და მოითმინეთ იქ, სადაც არ არის საჭირო დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა. სწორად შეაფასეთ ურთიერთობები. 

♎ სასწორი - ნაყოფიერი დღეა, სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, რადგან ნებისმიერ საქმეს რასაც ხელს მოჰკიდებთ აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. 

♏ მორიელი  - შედარებით რთული დღეა, თუმცა არ ნებდებით. აირიდეთ კონფლიქტური სიტუაციები, არ არის სასურველი შენაძენები, ფინანსური მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება. 

♐ მშვილდოსანი - პირველი ნახევარი დადებითი იქნება, ხედავთ გამოსავალს, მეორე ნახევარში კი შეგეცვლებათ ხასიათი. მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. 

♑ თხის რქა  - დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ შეხვედრები, დაუთმეთ დრო იმ საქმეს, რითაც ხართ დაკავებული. დღის მეორე ნახევარში არ უნდა გადაიღალოთ. 

♒ მერწყული  - გაატარეთ დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია წყენა. 

♓ თევზები - ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად. მიაქციეთ ყურადღება ურთიერთობებს, გადააფასებთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ ურთიერთობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიმსუქნე ცვლის ჩვენს ცხიმის უჯრედების გენეტიკურ მეხსიერებას, რჩება ორგანიზმში მაშინაც კი, როცა წონას ვიკლებთ!“ - გიორგი ფხაკაძე

„შინაგანი აღმოჩენებისა და ღირებულებების გადაფასების დროა...“ - 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

„სამუდამოდ ჩემს გულში და ჩემს ნაწილში!“ - სალომე მდივანი გარდაცვლილ ძმას ემშვიდობება