Digest Logo

🎥 მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს

1758268129
უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა  სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, მერე კი აღმოჩნდება დემონური ძალების მატარებელი...“ - მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ორმაგად მძიმე დღეა... ცდუნებების ალბათობა არნახულად მაღალი...“ - მიხეილ ცაგარელი სექტემბრის დაბნელებების დერეფანზე

🎥 „დაზიანებული ხატი და ჯვარი სუფთა ადგილას იწვება...“ - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია