2 სექტემბერი - სიყვარულის, სინაზისა და პარტნიორობის დღე.
დღევანდელი დღის ენერგიებია: 2 • 3 • 5.
დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ერთმანეთს ხშირად უნდა ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, ვაკოცოთ და რაც შეიძლება მეტი სითბო გავუზიაროთ.
ხმის აწევა, ურთიერთობების გარკვევა და წყენის გულში ჩატოვება კი ნამდვილად არ ღირს.
დილა წყლით დაიწყეთ. გაღვიძებისთანავე დაისხით ერთი ჭიქა წყალი და უთხარით ყველაფერი, რაც საკუთარი თავისთვის გსურთ: ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, სიუხვე, წარმატება…
მთავარია, გულწრფელად გჯეროდეთ თქვენი სიტყვების. ამის შემდეგ წყალი დალიეთ.
დღეს განსაკუთრებით ეფექტურია ენერგიის გაცვლასა და შეხებასთან დაკავშირებული პრაქტიკები:
მასაჟი, სპა, სხეულის სკრაბით გაწმენდა და ნებისმიერი პროცედურა, რომელიც საკუთარი სხეულის შეგრძნებასა და მასზე ზრუნვაში გეხმარებათ.
ასევე ძალიან კარგია წყლის პროცედურები.
თუ ბუნებაში, ღია წყალში ცურვის შესაძლებლობა გაქვთ, ეს ნამდვილი ჯეკპოტია!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:
მისია 3 დღეს ბევრ საქმეს მოგიტანთ სამუშაოს, შეხვედრებს, მგზავრობასა და მოსაგვარებელ საკითხებს, თუმცა ყველაფერი ზეწოლის გარეშე გადაწყვიტეთ ღიმილით, სინაზით, გაგებით, თანამშრომლობითა და გულწრფელი კომუნიკაციით.
დღეს ნუ ეცდებით ეშმაკობას, წყენის გამო განზრახ დუმილს ან ადამიანით მანიპულირებას. იყავით გულწრფელები და გახსნილები.
აუცილებლად გაახარეთ დედებიც!
დაურეკეთ, მისწერეთ, გაუგზავნეთ ყვავილები ან უბრალოდ უთხარით: „დედა, მადლობა ყველაფრისთვის. შენ საუკეთესო ხარ!“.
ზოგჯერ რამდენიმე თბილ სიტყვასაც კი შეუძლია, ადამიანს მთელი დღე გაულამაზოს. რეალიზაციაში არსებული ხუთიანი მიანიშნებს, რომ სწორი განწყობით ნამდვილად შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ და ზუსტად ის შედეგი მიიღოთ, რომელიც გსურთ, ამიტომ დღეს მეტი სიყვარული, ჩახუტება, ღიმილი და გულწრფელობა გამოავლინეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქტუალურია 12-25 სექტემბრის ჩათვლით“ - ფულის რიტუალი მარილზე