10 აგვისტო ლიდერებისა და ახალი დასაწყისების დღე!
ჩემო ძვირფასებო, სულ მალე ახალმთვარეობა გველოდება, ახლა კი ჯერ კიდევ გრძელდება ლომის კარიბჭის პერიოდი. ამიტომ გააგრძელეთ ოცნება, ჩაიწერეთ სურვილები და თამამად ინატრეთ ის, რაც გულით ნამდვილად გინდათ.
დღის ენერგიებია: 1 • 1 • 2
დღეს საკუთარ თავში ლიდერის ენერგიას განსაკუთრებით იგრძნობთ. მოგინდებათ გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სხვებისთვის მიმართულების მიცემა.
ეს ძალიან კარგია, თუმცა დღეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი:
წარმატების მიღწევა ორნი უფრო მარტივად შეძლებთ, ვიდრე დიდ გუნდში.
ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანი, ბიზნესპარტნიორი, ხელმძღვანელი, ასისტენტი ან უბრალოდ ადამიანი, ვისთან ერთადაც საერთო მიზნისკენ მიდიხართ. სწორედ ასეთმა თანამშრომლობამ შეიძლება დღეს საუკეთესო შედეგი მოგიტანოთ.
დილიდან გააქტიურეთ სხეული ჩართეთ 5 საყვარელი სიმღერა, იცეკვეთ, ივარჯიშეთ ან უბრალოდ აქტიურად იმოძრავეთ.
როდესაც სხეული იღვიძებს და ენერგია თავისუფლად მოძრაობს, აზრებიც უფრო ნათელი ხდება, მოქმედების სურვილიც იზრდება და საქმის ბოლომდე მიყვანაც მარტივდება.
დღეს აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი სურვილები, გეგმები და მიზნები.
ყველაფერი, რასაც ახლა გულწრფელად და საკუთარი თავის რწმენით ჩაიფიქრებთ, ამ პერიოდისგან დამატებით ენერგიას მიიღებს.
იმოქმედეთ, ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს და ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.
დაე, 10 აგვისტომ მოგიტანოთ ახალი იდეები, წარმატებული პარტნიორობა და ყველაზე თამამი სურვილების ასრულება!