Digest Logo

„ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის

1793645542
 თხის რქისთვის

„ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის. ჩემო საყვარელო თხის რქებო, ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მოგიმზადეთ. ვნახოთ, რას მოგიტანთ ეს საოცარი თვე. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი დღეები, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ“, - აღნიშნულის შესახებ ვრცელ ასტროლოგიური პროგნოზს ასტროლოგი ანა მზიანი გვიზიარებს:

☀♑️ პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - ან უნდა დაიწყოთ სამსახური, ან უნდა აიღოთ მომატებული ხელფასი. შეიძლება მიიღოთ ფული, შეიძინოთ რაღაც განსაკუთრებული და მან შეგიცვალოთ სტატუსი. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და აბა დააკვირდით რა მოხდება, ამ დროისთვის ვენერა უკვე დირექტიულ სვლაში იქნება. პირველ შეხვედრაზე, რეტოგრადული ვენერას გავლენოთ შეიძლება დაიბრუნოთ ვალი, მიიღოთ დაპირებული თანხა. თვის ბოლოს კი ახალი შემოსავალი გამოგიჩნდეთ, ახალი წყარო.

☀♑️ ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - მერკური ჯერ ისევ რეტროგრადულია და დაკვირვებით გააფორმეთ საბუთები. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს. შეიძლება შეგეხმიანოთ დიდი ხნის უნახავი მეგობარი, დაგიძახონ ძველ კოლექტივში, ჯგუფში.

☀♑️ 9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები გელოდებათ სამეგობროში, შეიძლება ახალი მეგობარიც გაიჩინოთ. ზოგიერთი მეტად გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, შეიძლება დაიწყოთ ონლაინსაქმიანობა ან ჩაერთვებით სოციალურ საქმიანობაში.

☀♑️ 11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - უნდა მიიღოთ ფული პარტნიორისგან, საერთო ბიზნესსაქმიანობიდან ან შეიძლება დაიბრუნოთ ვალი. ზოგიერთმა შეიძლება დიდი ფული დააბანდოთ ბიზნესში, შეიძინოთ რაღაც ძვირად ღირებული ან დახუროთ სესხი, იპოთეკა.

☀♑️ 16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - უნდა გააქტიურდეთ, რომ გაგიუმჯობესდეთ ბიზნესსაქმიანობა, ან შეიძლება პარტნიორს დაეხმაროთ წინსვლაში. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ თანხა, რომ გაისტუმროთ ყველა ვალი და სესხი ან დაიწყოთ რაღაც საქმე.

☀♑️ 18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - გაფრთხილდით და იყავით დაკვირვებული, თუ ბიზნესს აწარმოებთ მეგობრებთან ერთად ან ფულის გამო არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მეგობრებთან. იყავით დაკვირვებული, რომ გამოწერილი ნივთები არ დაგეკარგოთ.

☀♑️ 19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ისევ თქვენი ფინანსების თემაა აქტიური. შეიძლება ფულის გამო მოგივიდეთ უსიამოვნება მეგობრებთან ან ისინი დაგეხმარონ ფინანსური საკითხების მოგვარებაში, ვალის გასტუმრებაში.

☀♑️ 22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - ცოტა შეამცირეთ აქტიურობა, გადახედეთ განვლილ წელს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და მოემზადეთ მზის თქვენს ნიშანში გადმოსასვლელად.

☀♑️ 24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - თუ მკურნალობდით გამოჯანმრთელდებით, შეიძლება დაასრულოთ მკურნალობის კურსი. შეიძლება შეგიმსუბუქდეთ საოჯახო ვალდებულებები. შეიძლება წამოხვიდეთ სამსახურიდან ან შეგეცვალოთ სამუშაო პირობები.

☀♑️ 26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - უნდა გააქტიურდეთ, რომ მოაგვაროთ იურიდიული, ბიუროკრატიული საკითხები. შეიძლება დაიწყოთ ბიზნესი, უცხო ენის ან ახალი პროფესიის შესწავლა. ზოგიერთი კი გააქტიურდეთ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.

☀♑️ 26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - ლილიტი თქვენს ნიშანშია და თქვენი ნიშნის მმართველს აცდუნებს, ამიტომ ფრთხილი და გააზრებული უნდა იყოთ. დაკვირვებით შეასრულეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება საოჯახო ვალდებულებების გამო თავი შეზღუდულად, დაქანცულად იგრძნოთ. არაა გამორიცხული, რომ ნათესავები უკმაყოფილოები იყვნენ თქვენი საქმიანობით ან ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ თქვენს სიკეთეს ვერ ხედავენ.

☀♑️ 28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - რაღაც სასიამოვნო უნდა მოხდეს, ან მიიღოთ დიდი ფული, ან დაიწყოთ მუშაობა ცნობილ კომპანიაში, ან დაიწყოთ რომანი გავლენიან ადამიანთან, რაღაც, რაც სტატუსსაც შეგიცვლით და კმაყოფილების შეგრძნებასაც შეგძენთ.

☀♑️ 29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - მატერიალური მდგომარეობა უნდა გაგიუმჯობესდეთ. შეიძლება თანამედროვე ტექნიკა შეიძინოთ სახლისთვის ან საქმიანობის გასაუმჯობესებლად“,- წერს ანა მზიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

⭕ სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ - „ვეღარ უმკლავდება დატვირთვას...“

⭕„სცენა განათებულია, დარბაზი ნახევრად ცარიელია“ - რას გვიქადის იუპიტერის ლომში შესვლა: კატო მაყაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕