Digest Logo

„ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს“ - რეკომენდაციები 24 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან

1761297399
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 24 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„24 ოქტომბერი — ცნობიერების ტრანსფორმაციისა და შინაგანი გარდატეხის დღე  

დღეს საერთო ენერგია იმართება ციფრი 7-ის გავლენით — ეს არის სიღრმის, სულიერების და გააზრების ვიბრაცია.

შესანიშნავი დღეა იოგისთვის, მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის და მანტრების მოსასმენად.

კარგი დროა მშვიდი სეირნობისთვის (6–8 კმ), ან მსუბუქი სპორტული აქტივობისთვის.

სასურველია წმინდა ადგილების მონახულება, ლოცვა და სულიერი განწმენდა.

შესაძლო კრიზისული მომენტები — არ შეგაშინოთ: ისინი მოცემულია თქვენი სულიერი ზრდისთვის და შინაგანი სიძლიერის გამოსავლენად.

ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს და ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

დღეს შეიძლება გააქტიურდეს თქვენი ტრიგერები — თუ მოიქცევით ეგოისტურად ან მოითხოვთ მეტს, ეგო დაგსჯით.

ნუ ეწვევით ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, თუ ეს გადაუდებელი შემთხვევა არ არის.

პარასკევი — ყველაზე წარმატებული დღეა მათთვის, ვინც დაბადებულია 6, 15, 24 ან 7, 16, 25 რიცხვში.

ფერის ენერგია:

• რიცხვი 6 — ვარდისფერი, ლურჯი და იასამნისფერი.

• რიცხვი 7 — ყველა ელფერი მწვანისა, ლურჯისა და ნაცრისფერი.

მშვიდად მიიღე დღევანდელი გამოცდილება — ის გადაგიყვანს ახალ დონეზე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიფრთხილე გმართებთ მაიმუნის წელს დაბადებულებს!“ - 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ამ ხანგრძლივს ბრძოლაში დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ“ - რა საჩუქარი მიიღო ზურა გორგაძემ დაბადების დღეზე

„სწორად გამოყენებულ ფერს შეუძლია ენერგეტიკული ჰარმონიის აღდგენა...“ - ეზოტერიკოსი ფერების ენერგეტიკაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში