21 ივლისი - დღე, როცა ეჭვებმა არ უნდა შეგაჩეროთ!
დღის ენერგიები: 3 • 2 • 5. ეს დღე კომუნიკაციის, ახალი გადაწყვეტილებების, შეხვედრებისა და სასიამოვნო ემოციების ენერგიას ატარებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ერთია, ნუ მისცემთ ეჭვებს თქვენი შეჩერების უფლებას.
დილა საკუთარი საუკეთესო ვერსიით დაიწყეთ. მოიწესრიგეთ თავი, ჩაიცვით ისე, რომ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. თქვენი განწყობა სწორედ იმით იწყება, როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს.
დღეს ეჭვები მოქმედებით ჩაანაცვლეთ.
თუ გაიფიქრეთ: „იქნებ არ ღირს?“ ან „თუ არ გამომივიდა?“, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნებ სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვლის ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ?“.
შეადგინეთ დღის გეგმა და მიჰყევით მას. კარგი დროა მიზნების დასასახავად და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. თუ საქმე სერიოზულია, ჯერ ინფორმაცია შეაგროვეთ, მოისმინეთ სხვადასხვა აზრი და შემდეგ მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილება.
დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის. გაატარეთ დრო ოჯახთან, ახლობლებთან, შეხვდით ნათესავებს ან მოაწყვეთ თბილი საღამო საყვარელ ადამიანთან.
გამოხატეთ ყურადღება. მისწერეთ თბილი შეტყობინება, უთხარით სიყვარულის სიტყვები ან გაუკეთეთ პატარა სიურპრიზი ბავშვებს, მშობლებსა თუ მეგობრებს. დღეს უბრალო ჟესტსაც დიდი ძალა აქვს.
აკონტროლეთ იმპულსური სურვილები. ახალი ემოციებისკენ სწრაფვა გაძლიერდება, ამიტომ თუ ურთიერთობაში ხართ, ეს ენერგია რომანტიკას, ზრუნვასა და სასიამოვნო მომენტებს მოახმარეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 21 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით