Digest Logo

„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 21 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

1784611697
ფენშუი ფენშუი

21 ივლისის პროგნოზი:

ცეცხლოვანი მაიმუნის დღე 丙申

დღის ინდიკატორი - აღმოფხვრა.

👍ხელსაყრელია გენერალური დასუფთავება, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, მავნე ჩევევების მოშორება, განქორწინება, დიეტის დაწყება, დასვენება შეიძლება მიმდინარე რუტინული საქმეებით დაკავება, კბილის ამოღება (მკურნალობა არ ღირს), მისასალმებელია ქველმოქმედება.

👎არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ფუნდამენტის ჩასხმა, მიწის და სარემონტო სამუშაოები, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა, კრედიტის მოთხოვნა, მუშაობის, ან ახალი პროექტის დაწყება, უძრავი ქონების შეძენა, ინვესტირება.

თვის ძარცვის შა - შესაძლებელია ფულის და დოკუმენტების დაკარგვა, უსიამოვნებები მგზავრობისას ჩვენი ხრიკი დღესაც გამოგადგებათ - დილითვე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სიმშვიდეს არღვევს, რისი მოშორებაც გსურთ და დახიეთ, ან დაწვით.

კონფლიქტი აქვს ვეფხვს 🐅

🌍 დღის მმართველია მარსი.

ჰარმონიული ფერები: წითელი, მარჯნისფერი, ხაკი.

ჰარმონიული ქვები: მარჯანი, ლალი, წითელი იაშმა, კარნელიანი.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე ინტენსიური და ემოციურად რთული დღეა, დიდი გამოცდა გველოდება...“ - 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს საქართველოში

⭕„ვინ დაიჭირა თაიგული?“ – შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს