Digest Logo

„ნუ მისცემთ სიზარმაცეს თქვენს გეგმებზე გავლენის მოხდენის საშუალებას“ - თაკო მელიქიშვილი 13 ოქტომბრის ენერგიებზე

1791874326
თაკო მელიქიშვილი

🔥 13 ოქტომბერი გამარჯვების დღეა! ნუ მისცემთ სიზარმაცეს უფლებას, თქვენი წარმატება წაგართვათ!

დღეს შესანიშნავი და შედეგიანი დღეა! დღის ენერგიებია: 4 • 6 • 1.

თუ დილიდანვე აიმაღლებთ ენერგიას და მოქმედებას დაიწყებთ, შეძლებთ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას და სასურველი შედეგის მიღებას.

💃 დღეს ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! ივარჯიშეთ 15–20 წუთის განმავლობაში ან ჩართეთ თქვენი ხუთი საყვარელი, ენერგიული სიმღერა და ბოლომდე აჰყევით მუსიკას ცეკვით.

⚡ იმოძრავეთ, გააქტიურდით და მიეცით თქვენს სხეულს ენერგიის თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობა. სწორედ ასე დაიწყებთ დღეს მეტი შემართებით, მოტივაციითა და წარმატების მიღწევის სურვილით.

😴 დღის მთავარი გამოწვევა რიცხვი 6-ის ენერგიაა. შესაძლოა, კომფორტის ზონაში დარჩენა, დასვენება და ყველაფრის მოგვიანებით გაკეთება მოგინდეთ. შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ: „ახლა არ მინდა“, „ასეც კარგია“, „ხვალ გავაკეთებ“.

🚫 ნუ მისცემთ სიზარმაცეს თქვენს გეგმებზე გავლენის მოხდენის საშუალებას. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიცვით ლამაზად, მოიწესრიგეთ თავი და იგრძენით, რამდენად მშვენიერი ხართ!

🎁 გაახარეთ საკუთარი თავი! შეიძინეთ რაიმე სასიამოვნო, დაიწყეთ თქვენთვის სასარგებლო სწავლება, განაახლეთ გარდერობი ან აუსრულეთ საკუთარ თავს პატარა სურვილი, რომელიც დიდი ხანია გულში გაქვთ.

👑 თუ დილიდანვე გააქტიურდებით, საკუთარ თავს მიხედავთ და მიზნისკენ პირველ ნაბიჯებს გადადგამთ, რიცხვი 1 ენერგია შეგახსენებთ ლიდერობას, დამოუკიდებლობასა და გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას. დღეს გამოიჩინეთ ინიციატივა, დაისახეთ მიზანი და თამამად იმოქმედეთ!

⚠️ გახსოვდეთ: სხვების ხელმძღვანელობა მაშინ არის შედეგიანი, როცა შინაგანი სიმშვიდე გაქვთ. თუ დაღლილი და გაღიზიანებული ხართ, ჯერ საკუთარ ენერგიასა და განწყობაზე იზრუნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვეთ რამე სხვებისგან.

📝 დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა სურვილებისა და მიზნების წერილობით ჩამოყალიბება. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ, რისთვის ხართ მადლიერი, რა გსურთ და რისი მიღწევა გინდათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფიქრებს და ეცადეთ, საკუთარ თავს სიყვარულითა და პატივისცემით ესაუბროთ. სურვილების ჩაწერა მიზნების გარკვევასა და მათ მისაღწევად მოქმედებაში დაგეხმარებათ.

🎨 დაუთმეთ დრო შემოქმედებასაც ხატეთ, გააფერადეთ, იცეკვეთ, შექმენით რაიმე ლამაზი ან ბავშვებთან ერთად გააკეთეთ ხელნაკეთი ნივთები.

13 ოქტომბრის წარმატების ფორმულა:

• მოძრაობა

• სილამაზე

• აქტიურობა

• შემოქმედება

• საკუთარი თავის სიყვარული.

გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, წარმატება ხშირად ერთი პატარა ნაბიჯით იწყება.

დღეს აირჩიეთ საკუთარი თავი, იმოქმედეთ სიყვარულით და ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? - მეტყველების თერაპევტის რჩევები დედებს

🎥 ამერიკელი მსახიობი არ ჯეი მიტი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

🎥 73-ჯერ დასმული სიმსივნის დიაგნოზი - ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

✕