ყველას გვქონია პირველი შეხება წიგნთან. ბავშვისთვის წიგნი მხოლოდ ამბების სამყაროში მოგზაურობა არ არის, ეს არის პროცესი რომელიც მის მეტყველებას, წარმოსახვას, ემოციებს, ამოცნობას, აზროვნებასა და სამყაროს აღქმას ავითარებს.
როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, რა ხდება ჩვენი შვილების გონებაში, როდესაც მათ წიგნებს უკითხავთ, რომელ ასაკში შევთავაზოთ ბავშვებს პირველი კლასგარეშე ლიტერატურა და როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ბავშვი მოსმენას მალევე წყვეტს - მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე პასუხებს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრისგან, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტის შორენა კურტანიძისგან გაიგებთ:
„მნიშვნელოვანია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე დავიწყოთ წიგნის კითხვის შეყვარება ბავშვებთან. მათ მუცელშივე ესმით მუსიკაც, ბგერებიც, მეტყველებაც, ამიტომ მშობელმა უნდა ეცადოს, რომ მუცლად ყოფნის პერიოდის დროს იკითხოს რაც შეიძლება ბევრი ლიტერატურა ხმამაღლა, ასმენინოს ბავშვებს კარგი, გემოვნებიანი მუსიკა.
მადლობა ჩვენს ქვეყანას, რომ არსებობს ასეთი კარგი, ფერადი, ილუსტრირებული წიგნები, ამით ნამდვილად მდიდარია ჩვენი ქვეყანა. ბავშვებს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან მივაწოდოთ მსგავსი წიგნები. ნახეთ, მე შენ მიყვარხარ, პროსოციალური ქცევაა, დავდოთ ეს წიგნები ისეთ ადგილას, რომ ბავშვისთვის იყოს თვალით დასანახი. გავუკეთოთ ერთგვარი ინსპირაცია წიგნებთან ახლოს სათამაშოებიც უნდა იყოს აუცილებლად, რომ თამაშით სწავლება დავიწყოთ.
არ არის აუცილებელი პირდაპირ ასო-ბგერებით დავიწყოთ ბავშვთან ურთიერთობა“, - ამბობს შორენა კურტანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამერიკელი მსახიობი არ ჯეი მიტი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა
🎥 73-ჯერ დასმული სიმსივნის დიაგნოზი - ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 12-18 ოქტომბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება