Digest Logo

🎥 73-ჯერ დასმული სიმსივნის დიაგნოზი - ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

1791871130
ჰილარია ჰილარია

73-ჯერ დასმული კანის კიბოს დიაგნოზი, მარტო გაზრდილი შვილები და სიყვარული, რომელიც წლების შემდეგ იპოვა - გიყვებით ჰილარია მირესკის ისტორიას, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. 

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ვიდეო, სადაც ქორწილია ასახული. მსოფლიომ ეს წყვილი და განსაკუთრებით ჰილარია მირესკი სწორედ ამ კადრებით გაიცნო, თუმცა მშობლიურ ბრაზილიაში მას დიდი ხანია, რაც მებრძოლ ჰილარიას ეძახიან. 

ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგა და დღეს თავის გამოცდილებას სხვებსაც უაზიარებს. 

ჰილარია ბრაზილიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ბავშვობაში ფიზიკური შრომა ხშირად უწევდა, 6 წლის ასაკიდან მამასთან ერთად მინდორში მუშაობდა. 10-შვილიან ოჯახში გაზრდილს, დრო საკუთარი თავისთვის თითქმის არ რჩებოდა, სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებიც საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა.

მოგვიანებით ოჯახი შექმნა. როგორც თავად ამბობს, მეუღლე მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა. ქორწინებიდან რამდენიმე წელში ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და ოჯახი დატოვა, სადაც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.

განშორების შემდეგ იგი 2 ქალიშვილთან ერთად მარტო დარჩა. სამსახურის პოვნა გაუჭირდა და წლების განმავლობაში იგი ქუჩებს ასუფთავებდა. 

ჯანმრთელობის პრობლემები 1998 წელს დაეწყო, როდესაც კანზე სხვადასხვა წარმონაქმნი და ლაქა გაუჩნდა. ბიოფსიის შემდეგ ექიმებმა მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით ჰილარიას გორლინ გოლცის სინდრომი დაუდგინეს, ეს უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კანს, მხედველობას და ძვლოვან სისტემას აზიანებს. 

მას კანის კიბოს დიაგნოზი 73-ჯერ დაუსვეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 12-18 ოქტომბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

⭕„გასტრიტების და წყლულების ყველაზე ხშირი გამომწვევი არც აჯიკა და არც სტრესია, არამედ...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

⭕„ხელსაყრელია შეხვედრები, სწავლის დაწყება, ბიზნესის გახსნა“ - 13 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕