დღეს, 17 ოქტომბერს მთვარე თხის რქის ნიშანში იმოძრავებს და ყურადღებას პასუხისმგებლობაზე, სამუშაოზე, ფინანსებსა და ვალდებულებების შესრულებაზე გადაიტანს. დღე პრაქტიკულ მიდგომას, მოთმინებასა და თანმიმდევრულ მოქმედებას მოითხოვს.
დილით მთვარისა და ლილიტის შეერთებამ შესაძლოა გააძლიეროს გაღიზიანება, უკმაყოფილება და კაპრიზულობა. დაგვიანება, შეუსრულებელი დაპირება ან ახლობლის ქცევა მარტივად გახდება კონფლიქტის მიზეზი. ამიტომ მოერიდეთ ურთიერთბრალდებებს, ძველი წყენის გახსენებასა და საკუთარი სიმართლის დაჟინებით მტკიცებას. დღის პირველ ნახევარში მთვარის ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ ვენერასთან ურთიერთობებისა და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
კარგი დროა ძველი გაუგებრობების აღმოსაფხვრელად, ახლობელ ადამიანებთან კავშირის აღსადგენად და იმის დასაფასებლად, რასაც ადრე სათანადო ყურადღებას არ უთმობდით.
დღის მეორე ნახევარში მთვარის დაძაბული ასპექტი რეტროგრადულ სატურნთან შესაძლოა შეფერხებებისა და დამატებითი ვალდებულებების მიზეზი გახდეს. ზოგიერთ საქმეს მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, დაგროვილმა პასუხისმგებლობებმა კი წნეხის განცდა გააძლიეროს. თუმცა ეს გავლენა დაგვეხმარება შეცდომების აღმოჩენაში, გეგმების მოწესრიგებასა და დაუმთავრებელი საქმეების დასრულებაში. უმჯობესია, შეადგინოთ კონკრეტული გეგმა, სწორად გადაანაწილოთ სამუშაო და ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედოთ. ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან შეუძლებელს და დროებით შეფერხებას მარცხად ნუ აღიქვამთ - დღეს შედეგს მოთმინება და თანმიმდევრულობა მოიტანს.
საღამოს, 20:00 საათის შემდეგ, მთვარის ჰარმონიული სექსტილი მერკურთან ხელს შეუწყობს გონებრივ მუშაობას, მნიშვნელოვან საუბრებს, დოკუმენტების განხილვასა და ოჯახური თუ ფინანსური საკითხების მშვიდად მოგვარებას. თუ დილით ემოციებმა ურთიერთგაგებაში ხელი შეგიშალათ, საღამო შეთანხმების მიღწევის უკეთეს შესაძლებლობას მოგცემთ.
მთვარის დღის გავლენაც გასათვალისწინებელია.
თბილისის დროით 13:53 საათამდე მეშვიდე მთვარის დღე გაგრძელდება, რომელიც სიტყვების განსაკუთრებულ ძალასთან ასოცირდება. ამიტომ გააკონტროლეთ ნათქვამი და ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვებით ურთიერთობები არ დააზიანოთ. 13: 53 საათიდან მერვე მთვარის დღე დაიწყება, რომლის სიმბოლო ფენიქსია - ფერფლისგან ხელახლა დაბადების არქეტიპი. ეს დღე განახლების, გარდაქმნისა და ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ემოციურად ტურბულენტური დღეა, რადგან მთვარე მე-2 ფაზაში გადადის.
მერვე მთვარის დღე ხელსაყრელია თვითანალიზისთვის, მედიტაციისთვის და იმ ჩვევების, შეხედულებებისა თუ ურთიერთობების გასააზრებლად, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლის. დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა მეორე შანსიც: თუ წარსულში რაიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ მას ახალი გამოცდილებითა და განსხვავებული მიდგომით დაუბრუნდეთ. ეს ეხება როგორც პირად ურთიერთობებსა და საქმიან პროექტებს, ისე ყოველდღიურ საქმეებს. მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა და ცვლილებებისთვის მზადყოფნა.
დღის მთავარი რეკომენდაციაა, ძველი საქმეები დაასრულოთ, ვალდებულებები მოაწესრიგოთ და ახალი ნაბიჯები გააზრებულად გადადგათ. გახსოვდეთ: ნუ გეშინია ნელი ნაბიჯის, გეშინოდეს გაჩერების. წინსვლას ყოველთვის სწრაფი მოქმედება არ განაპირობებს - ხშირად ყველაზე საიმედო შედეგი მოთმინება და თანმიმდევრულობას მოაქვს.
საუკეთესო დღეს გისურვებთ, მეგობრებო!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს...“ - 17 ოქტომბრის ენერგიები
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია
წყარო: www.facebook.com