Digest Logo

„ნუ შეგაშინებთ დაბნელების კორიდორი, ის არ ანგრევს ცხოვრებას“ - თაკო მელიქიშვილი 18 თებერვლის ენერგიებზე

1771409160
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:

„18 თებერვალი დღე 9·3·3. ფულის, მოძრაობის დღე.

გუშინ იყო ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. ნუ შეგაშინებთ დაბნელების კორიდორი. ის არ ანგრევს ცხოვრებას ის ანათებს იმას, რაც დიდი ხანია აჭიანურებდა.

დღეს არის ფულადი ცხრიანის დღე. ხელზე ვხატავთ ფულად 9-ს და ვამბობთ:

„ფინანსური სიუხვე ავსებს ჩემს ცხოვრებას, მე გახსნილი ვარ ღვთიური ფინანსური ნაკადისთვის“.

ფეხით ვმოძრაობთ, ვაგვარებთ საქმეებს — კაბინეტიდან კაბინეტში, შეხვედრებზე, დავალებებზე. საქმეები შეიძლება დაგროვდეს. არ ვპანიკობთ. რაც დღეს ხდება, თქვენს სასიკეთოდ მიმდინარეობს.

შეიძლება მოგინდეთ კამათი, ვინმესთვის რაღაცის დამტკიცება ან სწორი გზის ჩვენება. არ ღირს. დღეს რჩევებიც არ გაანაწილოთ, თუნდაც ძალიან გთხოვონ.

შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, წიგნებისთვის, მშვიდი საუბრისთვის სკანდალების გარეშე. თუ რამე დაგიგროვდათ, შეიძლება განიხილოთ, მაგრამ ემოციისა და ზეწოლის გარეშე.

დაიჭირეთ დამკვირვებლის მდგომარეობა. შეხედეთ სიტუაციას გვერდიდან პარანოიისა და ზედმეტი ფიქრების გარეშე.

მაშინ სამიანი მოგცემთ მსუბუქ რეალიზაციას და ყველაფერი მაქსიმალურად რბილად დალაგდება.
სიმშვიდე დღეს თქვენი მთავარი მაგნიტია ფულისა და შედეგისთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დროა, დასახოთ გრანდიოზული გეგმები, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თამუნა იოსელიანისგან

⭕„როცა უფალს დროს უთმობ შენი ცხოვრებაც იცვლება: 90-ე ფსალმუნის ძალა და მნიშვნელობა“ - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი