21 მაისს მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა — ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, იწყება პერიოდი, რომელსაც კომუნიკაცია, სწრაფი აზროვნება, სოციალური აქტიურობა და ახალი ინფორმაციის მიმართ გაზრდილი ინტერესი ახასიათებს. ასტროლოგები ამბობენ, რომ მომდევნო კვირებში ყურადღების ცენტრში მოექცევა ურთიერთობები, სწავლა, მოგზაურობა და იდეების გაცვლა.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:
„♊️ მზე ტყუპებში გადავიდა - გლობალური „გადაპროგრამება“ დაიწყო
⚡️ თქვენც ხომ არ გეუფლებათ ბოლო დროს უცნაური შეგრძნება: „მალე რაღაც შეიცვლება…“ „ჰაერში რაღაც ტრიალებს…“ „ცხოვრება აშკარად რაღაც სიურპრიზს ამზადებს… და როგორც ჩანს, გაფრთხილების გარეშე“? მაშინ იცოდეთ - ეს მხოლოდ შფოთვა, კოფეინი და თავში ერთდროულად გახსნილი ხუთი ფიქრი არ არის
😄 21 მაისს მზე ტყუპების ზოდიაქოში გადავიდა და მოულოდნელი ცვლილებების, დაუგეგმავი ამბებისა და ფრაზის.
✨ „აი ეს კი ნამდვილად მოულოდნელი იყო!“ - სეზონი ოფიციალურად დაიწყო.
🥳 გილოცავთ დაბადების დღეს, არაპროგნოზირებადო ტყუპებო!
🥳 თქვენ ხართ ის გაზაფხულის ქარი, რომელიც ჯერ ახალ მიზნებზე შთაგაგონებთ, შემდეგ კი შემთხვევით გრაფიკს, სტაბილურობას და ვიღაცის საღ აზრსაც გაიყოლებს
😄 თქვენს გარეშე ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენი იქნებოდა. დიახ, შეგიძლიათ დილით გეგმები ხუთჯერ შეცვალოთ, ოთახში შეხვიდეთ და დაგავიწყდეთ რატომ მიხვედით იქ… და იმავე დროს მილიონიანი იდეაც მოიფიქროთ,მაგრამ სწორედ თქვენს მსუბუქ ქაოსში იბადება ის, რასაც მერე ყველა „გენიოსურს“ ეძახის. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ცოტა ინერვიულებენ.
✨ ამ სეზონის მთავარი თავისებურება : ხმაურიანი დასაწყისი და შემდეგ თანდათანობითი დამშვიდებაა.
თავიდან ცხოვრება თითქოს ღილაკს დააჭერს:
⚡ „სისტემის განახლება მიმდინარეობს“. შემდეგ კი დროს მოგვცემს, რომ დავსხდეთ, ამოვისუნთქოთ და გავაანალიზოთ: „ახლა საერთოდ რა მოხდა?“
👉 ძლიერი დასაწყისი მზე ტყუპებში შედის და უერთდება ურანს : რევოლუციების, ტექნოლოგიების, მოულოდნელი აღმოჩენებისა და სტილის პლანეტას:
✨ „ნეტავ ერთი დღით ადრე მაინც გაეფრთხილებინეთ…“ ეს ახალი იდეების, მკვეთრი ცვლილებებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებების პერიოდია. ვიღაც შთაგონებას დაიჭერს. ვიღაც - ნერვულ ტიკს.
😄 ვიღაც კი ორივეს ერთად, რადგან ტყუპების სეზონს კომპლექსურად მოქმედება უყვარს.
👉 შემდეგ ენერგია ნელ-ნელა ჩაცხრება 10 დღეში მერკური ტყუპებიდან კირჩხიბში გადავა და უსასრულო ინფორმაციული ხმაურის ნაცვლად საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან მარტო დავრჩებით. მადლობა, სამყარო.
🙃 იქნებ ბოლოს და ბოლოს თავში გახსნილი ზედმეტი „ჩატებიც“ დაიხუროს. თუნდაც რამდენიმე მაინც. მაგალითად ის, სადაც შინაგანი კრიტიკოსი CAPS LOCK-ით წერს.
♊️ ტყუპები ახალი სამყაროს იმპულსია. მზისა და ურანის შეერთება მხოლოდ „უი, რაღაც უცებ შეიცვალა“ არ არის. ეს ბევრად უფრო დიდი პროცესის ნაწილია.
იცვლება:
✨ ტექნოლოგიები;
✨ კომუნიკაციის ფორმები;
✨ აზროვნება;
✨ ინფორმაციული სივრცე;
✨ და თვითონ წარმოდგენაც მომავალზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, რეალობა განახლებას გადის და სამწუხაროდ, ღილაკი „მოგვიანებით შემახსენე“ ამჯერად არ არსებობს
😄 სეზონის შუაში კოსმოსი ოდნავ შეანელებს ტემპს. მზე უფრო „მარტოსული“ გახდება, მერკური კირჩხიბში გადავა და ბევრს უცებ არა განვითარება, არამედ შვებულება მოუნდება.
სასურველია:
✨ ადამიანების გარეშე;
✨ შეტყობინებების გარეშე;
✨ და მუდმივი ახსნა-განმარტებების გარეშეც.
და ამაშიც არის აზრი.
🌪 რა ღირს გაკეთდეს მზის ტყუპებში ყოფნის პერიოდში?
✔ ჩაიწერეთ იდეები , ყველაზე უცნაურებიც კი;
✔ ყველა იმპულსს ბრმად ნუ ენდობით;
✔ გაფილტრეთ ინფორმაცია;
✔ ნაკლებად იკამათეთ უბრალოდ კამათის გამო;
✔ მეტი ისწავლეთ, დააკვირდით და დასვით კითხვები;
✔ და ქაოსი ყოველთვის კატასტროფად ნუ მიიღებთ, ზოგჯერ ეს უბრალოდ ახალი მარშრუტია.
✨ და ყველაზე მთავარი: ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. შეგეშინდეთ ძველ ვერსიაში გაჭედვის და ამის „სტაბილურობად“ მონათვლის. მზე ტყუპებში ახალ სიჩქარეს რთავს.
ასე რომ :
⚡ შეიკარით ღვედები;
⚡ გადაამოწმეთ რეალობის პარამეტრები;
⚡ და მოემზადეთ სეზონისთვის:
„მოულოდნელად…“ „ბოლოს და ბოლოს…“ და „ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა…“ - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: