ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 31 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„31 ოქტომბერი — ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზღვრების გაფართოების დღე
დღის ენერგია მერკურით და ციფრით 5 იმართება — ეს ნიშნავს აქტიურობას, ურთიერთობებს და ახალი იდეების გაღვიძებას.
გაფართოების და ზრდის დღეა.
მეტი კომუნიკაცია, შეხვედრები, საუბარი, გამოსვლები — შანსებია, რომ ახალი შესაძლებლობები სწორედ ადამიანების მეშვეობით მოვიდეს.
ყველაფერმა დაფარულმა შეიძლება გამოავლინოს თავი, განსაკუთრებით თუ ვიღაც ამტკიცებს თავის სიმართლეს — ნუ გააკრიტიკებ, უბრალოდ დააკვირდი.
შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის გამოსაცხადებლად.
უარყოფით ენერგიებში შესაძლოა გამოჩნდეს უყურადღებობა და შინაგანი დაძაბულობა.
შეიძლება ლოგიკა დაირღვეს — ნუ მიიღებ ყველაფერს ძალიან პირადულად. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების ხელმოწერა ან დიდი შენაძენები.
ნუ შეინახავ წყენას — პირიქით, გახსენი გულის ჩაკრა და შემოუშვი ახალი შესაძლებლობები.
პარასკევი იღბლიანი დღეა დაბადებულთათვის 6, 15, 24 და 7, 16, 25 რიცხვებში. 6-ისთვის შესაფერისი ფერები — ვარდისფერი, ლურჯი და ცისფერი. 7-ისთვის — მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ამერიკაში მცხოვრები სამტრედიელი ემიგრანტი გარდაიცვალა
⭕„საოცარი ადამიანი ხარ...“ - ზურა მანჯავიძე იუბილარია
⭕ბარსელონის ტაძარი საგრადა ფამილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტაძარი გახდა