ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მდებარე ტაძარი საგრადა ფამილია, რომლის მშენებლობა ეტაპობრივად 1882 წლიდან მიმდინარეობს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტიანული ტაძარი გახდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება
ეს ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც იესო ქრისტეს კოშკზე ჯვრის პირველი ნაწილი აღმართეს, ტაძრის სიმაღლე 162,91 მეტრი გახდა. შესაბამისად, საგრადას სიმაღლე გერმანიაში მდებარე ულმის ტაძარზე თითქმის ერთი მეტრით მეტი გახდა.
17 მეტრიანი ჯვრის აღმართვა იესო ქრისტეს კოშკზე 2026 წელს იგეგმება. მომავალ წელს ტაძრის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის გარდაცვალებიდან 100 წელი აღინიშნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ლაშიკო მინდა...“ - რას წერს სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე
⭕„მამარდაშვილს შენი ვალი ჰქონდა თუ რას ერჩი?...“ - რა კადრებს აქვეყნებს Geo Team-ი