ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ინტუიციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ინტუიცია ჩვენი ყველაზე სანდო მეგზურია. რაც უფრო ხშირად დავუჯერებთ მას, მით უფრო ზუსტად და ძლიერად იმუშავებს ის ჩვენთვის:
„რამდენჯერ დაგიიგნორებია ის შინაგანი ხმა, რომელიც სიფრთხილისკენ მოგიწოდებდა, მხოლოდ იმიტომ რომ ლოგიკა საპირისპიროს გეუბნებოდა?
ხშირად ვამბობთ: ეჰ, ვიცოდი, მაგრამ თავი დაარწმუნე, რომ ეს სისულელე იყო. სინამდვილეში, ეს არის ინტუიცია, ჩვენი შინაგანი სიბრძნე, რომელსაც პასუხი ყოველთვის აქვს, სანამ ჩვენი გონება რაციონალურ მსჯელობას დაიწყებს.
ინტუიცია არასდროს ყვირის, ის ჩუმად ჩურჩულებს. სწორედ ამიტომ, მისი მოსმენა მოითხოვს რომ შევჩერდეთ და დავამშვიდოთ გონების ხმაური. მიუხედავად იმისა, რომ ეს შინაგანი განცდა ხშირად არ ემთხვევა ჩვენს ლოგიკურ მოლოდინებს, ის როგორც წესი, მართალი აღმოჩნდება ხოლმე. ეს არის ჩვენი სულის ხმა, რომელიც გვიცავს იმ საფრთხეებისგან, რასაც გონება ჯერ ვერ აღიქვამს.
როდესაც განუწყვეტლივ უგულებელვყოფთ ამ სიგნალებს, ხშირად ვხვდებით იმ რთულ გზაზე, სადაც ისევ და ისევ იმედგაცრუებით გვიწევს იმის აღიარება, რომ აი, მე ხომ ვიცოდი...
თუ პატივს ვცემთ ჩვენს გულის ხმას, ჩვენი ცხოვრება გახდება უფრო მშვიდი და გააზრებული.
ამ კავშირის გასაძლიერებლად, საჭიროა მარტივი პრაქტიკა:
შეჩერდი და მოუსმინე შენს გულს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, მიეცი საკუთარ თავს დრო, რომ მოუსმინო პირველ შინაგან შეგრძნებას.
ნუ უგულებელყოფ გულის ხმას, ნუ უარყოფ ინტუიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგიკა სხვა, უფრო უსაფრთხო გზას გთავაზობს. ეცადე, მიიღო და შეაჯერო ორივე ინფორმაცია.
დაიწყე ყოველდღიურ, სიტუაციებში იმ შინაგანი განცდის დაჯერებით, რაც თავიდანვე გეუფლება.
ინტუიცია ჩვენი ყველაზე სანდო მეგზურია. რაც უფრო ხშირად დავუჯერებთ მას, მით უფრო ზუსტად და ძლიერად იმუშავებს ის ჩვენთვის, გვეხმარება რთული გზების გავლაში მინიმალური ემოციური ტკივილით. ენდე შენს შინაგან სიბრძნეს“, - წერს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: