Digest Logo

ნუმეროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს

1788427879
ზოდიაქო ზოდიაქო

ნუმეროლოგების თქმით, 2026 წელი „ერთიანის“ ენერგიას ატარებს და ახალ დასაწყისს, დამოუკიდებლობასა და გაბედულ ნაბიჯებს უკავშირდება. სექტემბერში ეს ენერგია განსაკუთრებით ძლიერდება. ასე რომ, თუ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურდათ, შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს ამისთვის ხელსაყრელი დრო. ძველის დასრულების მცდელობებით დატვირთული აგვისტო უკან დარჩა, წინ კი ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობაა.

პლანეტების გადაადგილებაც არაერთ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს. 10 სექტემბრიდან ვენერა მორიელის ნიშანში გადავა და იქ იანვრამდე დარჩება. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ეს ურთიერთობებში მეტ სიღრმესა და ინტენსივობას მოიტანს. მსუბუქი ფლირტი მეორე პლანზე გადაინაცვლებს და ადგილს ნამდვილ გრძნობებს დაუთმობს. ყურადღების ცენტრში მოექცევა ფინანსური საკითხებიც - განსაკუთრებით საერთო ფინანსები, მსხვილი შენაძენები და ერთობლივი ბიუჯეტი.

თუმცა, აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ოქტომბერში მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებენ. ამიტომ სექტემბერი მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად და ახალი გეგმების დასაწყებად შედარებით ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევა. დიდი შენაძენები, ახალი პროექტები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში იყოს უკეთესი არჩევანი.

კიდევ ერთი რჩევა: ამ თვეში სხვებს ბრმად ნუ მიჰყვებით. თითქოს, თავად გარემოებები მოგიწოდებენ - იმოქმედეთ დამოუკიდებლად და ენდეთ საკუთარ გადაწყვეტილებებს. „ერთიანის“ ენერგია გაბედულობისკენ გვიბიძგებს, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოვერიდოთ.

თვის მეორე ნახევარი შესაძლოა, ერთი შეხედვით მშვიდი მოგეჩვენოთ. თუმცა, ამ შეგრძნებას ბოლომდე ნუ ენდობით - შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში მწიფდებოდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც თვის ბოლოს გამოიკვეთება.

22 სექტემბრიდან მზე სასწორის ნიშანში გადავა, რაც დიალოგების, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების მოწესრიგების პერიოდს დაუკავშირდება. 28 სექტემბრიდან კი მარსი ლომის ნიშანში შევა. ამის შემდეგ გაიზრდება საკუთარი თავის წარმოჩენის, ყურადღების ცენტრში ყოფნისა და საკუთარი შესაძლებლობების ხმამაღლა დემონსტრირების სურვილიც.

მე-5 ადგილი: მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სექტემბერში დიდი ხნის ნანატრი შვება ელოდებათ. თვეების განმავლობაში ტვირთად ქცეული საკითხები, თითქოს, თავისთავად დაიწყებს დალაგებას. გზაზე არსებული დაბრკოლებები თანდათან გაქრება და ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდება.

პროფესიულ სფეროში მოულოდნელი შესაძლებლობები იჩენს თავს, პირად ურთიერთობებში კი მეტი სითბო და ურთიერთგაგება დამყარდება. ეს პერიოდი ახალი ეტაპის დასაწყებად განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. საცხოვრებლის შეცვლა, საქმიანობის მიმართულების შეცვლა თუ ახალი ჰობის დაწყება - სექტემბერში წამოწყებული საქმეები შესაძლოა წარმატების საფუძვლად იქცეს.

მე-4 ადგილი: კურო

კუროებისთვის სექტემბერი პოზიციების განმტკიცების პერიოდი გახდება. ფინანსური სფერო სტაბილურობითა და მოულოდნელი შემოსავლებით გაგახარებთ. დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილმა საქმეებმა შესაძლოა რეალური შედეგი და მატერიალური სარგებელი მოიტანოს.

ურთიერთობები ნდობის ახალ ეტაპზე გადავა. წყვილები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს, მარტოხელა კუროებს კი, დიდი ალბათობით, შეხვდებათ ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეს თვე საიმედოობის დაფასებასა და ილუზიებისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

მე-3 ადგილი: მორიელი

მორიელებს გასაოცარი დამთხვევებით სავსე თვე ელოდებათ. თითქოს, ბედისწერა მათ შანსებს ერთმანეთის მიყოლებით მიაწვდის. სამსახურში სარფიანი შეთავაზებები, მოულოდნელი ნაცნობობები და პერსპექტიული პროექტები გამოჩნდება.

ბევრი რამ ისე დალაგდება, თითქოს სურვილებსა და რეალობას შორის უხილავი კავშირი გაჩნდა. პირად ცხოვრებაში გულახდილობის დრო დადგება. მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბრები შესაძლოა, მოსალოდნელზე მარტივად წარიმართოს და არსებული კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს.

ეჭვები თანდათან გაქრება და მათ ადგილს თავდაჯერება და სიმშვიდე დაიკავებს.

მე-2 ადგილი: თხის რქა

თხის რქები სექტემბერში დამსახურებული ჯილდოს მიიღებენ. მათი შეუპოვრობა და დისციპლინა მოსალოდნელზე დიდ შედეგს გამოიღებს. კარიერა აღმასვლას დაიწყებს, ფინანსური მდგომარეობა კი კიდევ უფრო განმტკიცდება.

ზოგადად, შესაძლოა, თხის რქებმა იგრძნონ, რომ მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის. სიყვარულშიც სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. პარტნიორები ყურადღებისა და მზრუნველობის გამოხატვით გაახარებენ, მარტოხელა თხის რქებს კი შესაძლოა, სრულიად მოულოდნელ გარემოში შეხვდეთ ადამიანი, რომელთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს იგრძნობენ.

1-ელი ადგილი: ლომი

სექტემბრის მთავარი ტრიუმფატორები ლომები არიან. ეს თვე მათთვის შესაძლოა, ბედის ნამდვილ საჩუქრად იქცეს. ბოლო თვეების შრომა შედეგს სწორედ ახლა გამოიღებს.

ფინანსური საკითხები უფრო მარტივად და მოგებიანად მოგვარდება, ახლობლებთან ურთიერთობები კი სითბოთი და ჰარმონიით აივსება. პირადი ცხოვრება კაშკაშა და დასამახსოვრებელ მომენტებს მოუტანთ.

2026 წლის სექტემბერი ლომებისთვის შესაძლოა, დიდი წარმატების ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს. ნუმეროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ფორტუნა სწორედ მათ მხარეს იქნება - მათ კი მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ გამოჩენილ შესაძლებლობებს ყურადღებით შეხვდნენ და გამოყენებას არ მოერიდონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფარული საფრთხე მოთმინების დაკარგვა და მოვლენების ხელოვნურად დაჩქარების სურვილია“ - 3 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

„დამოკიდებული ადამიანები რჩეული ხალხი ვართ, არ გვაქვს არჩევანი ვიყო ბედნიერი თუ მოვკვდე“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

„მუდმივი კრიტიკის და სხვების განსჯის უკან იმალება საკუთარი თავით უკმაყოფილება“ - ფსიქოლოგის მნიშვნელოვანი გაფრთხილება

წყარო: www.beaumonde.ge