Digest Logo

„ოჯახის საიდუმლოებების დანახვა, ტრავმების აღმოჩენა, გარდაქმნა და განთავისუფლება...“ - რას წერს ასტროლოგი

1781788373
ასტროლოგია

🌏🪾 დრო, ახალი ისტორია, ტრანსფორმაცია, პლუტონი მერწყულში და პლუტონი მორიელის თაობა♏️

🪾 თუ დავაკვირდებით და გავიაზრებთ ნამდვილად გამოვადგებით ერთმანეთსაც და მომავალ თაობასაც და რაც მთავარია ეროვნულ მისიაში და კარმაში რომ ვიმყოფებით, ამას უკვე მართლა ინტელექტი სჭირდება, ამ ბოლოს კი ვერ აჩუქებ, ვერ იჩუქებ, ვერ იყიდი, ვერ გაყიდი, ვერც ასესხებ და ვერც ისესხებ ...

ანუ გთავაზობთ წლების და საუკუნეების დაგროვებულ ამბებს, დავინახოთ ვინ სად ვართ, სისტემა რას ამბობს და ბოლოს კითხვა - „ვინ ხარ შენ“.

🪾🌏♏️ განსაკუთრებით ძლიერად ეს ცვლილებები ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 1983–1995 წლებში, როდესაც პლუტონი მორიელში იმყოფებოდა....

ასტროლოგიაში პლუტონი მორიელის ბუნებრივი მმართველია, ამიტომ ამ თაობას ხშირად უწოდებენ:

„სიმართლის მაძიებელ თაობას“ ან „ტაბუების დამმსხვრეველ თაობას“.

მათი მისიაა:

☂️ოჯახის საიდუმლოებების დანახვა;

☂️ტრავმების აღმოჩენა;

☂️ჩრდილში დარჩენილი ისტორიების გაცნობიერება;

☂️გარდაქმნა და განთავისუფლება.

ახლა, როდესაც პლუტონი მერწყულში გადავიდა, სწორედ ეს თაობა აღმოჩნდა ისტორიული პროცესის ცენტრში....

მათი შვილები და მშობლები თითქოს ერთდროულად სთხოვენ:

„გაიგე, რა მოხდა ჩვენამდე“.

„განთავისუფლდი და მეც გამანთავისუფლე“.

პლუტონი მორიელის თაობის უკან დგანან:

1928–1939 წლებში დაბადებულები (პლუტონი კირჩხიბში) - ოჯახის, გადარჩენისა და ფესვების ისტორიები;

1939–1957 წლებში დაბადებულები (პლუტონი ლომში) - ძალაუფლების, ღირსებისა და თვითგამოხატვის გაკვეთილები;

1957–1972 წლებში დაბადებულები (პლუტონი ქალწულში) - შრომის, წესრიგისა და მოვალეობის პროგრამები;

1972–1984 წლებში დაბადებულები (პლუტონი სასწორში) - ურთიერთობების, სამართლიანობისა და ბალანსის თემები;

1983–1995 წლებში დაბადებულები (პლუტონი მორიელში) - ტრანსფორმაციის, კრიზისისა და განკურნების თაობა.

ახლა კი პლუტონი მერწყულში (2024–2044) თითქოს ყველა ამ თაობას ერთდროულად ეკითხება: რა უნდა დარჩეს წარსულში? რა უნდა გათავისუფლდეს? რა უნდა გადავცეთ მომავალს?

🌿 შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვესმის დღეს სულ უფრო ხშირად ერთი უხმო გზავნილი:

„შენ არ ხარ მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ისტორია“.

„შენ ხარ მრავალი თაობის გაგრძელება და ახალი ისტორიის დასაწყისი“.

„განთავისუფლდი და მეც გამანთავისუფლე“. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წაიკითხეთ ეს შელოცვა და შეამჩნევთ როგორ „სუქდება“ თქვენი საფულე“ - რჩევები ფენ-შუის სპეციალისტისგან

⭕„პატარა სულამანიძე დაიბადა…“ – ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს შვილი შეეძინათ

⭕„ენერგია აქტიურდება და ნაკადი იხსნება“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 18 ივნისის ენერგიები