Digest Logo

ორი დაბნელება 2026 წლის აგვისტოში: თვის ყველაზე წარმატებული და საყურადღებო თარიღები, რომელთა გათვალისწინებაც საქმეების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

1785481661
მთვარის დაბნელება

2026 წლის აგვისტო არა მხოლოდ ზაფხულის მოვლენებით, არამედ შთამბეჭდავი ასტროლოგიური ცვლილებებითაც იქნება დატვირთული.

ამ თვეში ვენერა და მერკური ძლიერ პოზიციებს დაიკავებენ. ეს მოვლენა სიყვარულის, ურთიერთობების, შემოქმედებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხელსაყრელ პერიოდს გახსნის.

ამავდროულად, დაბნელებების სეზონმა შესაძლოა, მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, გარკვეულ დღეებში ასტროლოგები ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის შეკავებასა და მოვლენების განვითარებისთვის დროის მიცემას გვირჩევენ. 

2026 წლის აგვისტოს მთვარის კალენდარი გიჩვენებთ, თუ რომელი დღეები იქნება ხელსაყრელი სამუშაოსთვის, ფინანსებისთვის, სიყვარულისთვის, მოგზაურობისა და ახალი წამოწყებებისთვის, ხოლო როდის აჯობებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაყოვნება.

მთვარის ფაზები და ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წლის აგვისტოსთვის:

მთვარის კალენდარი სხვადასხვა საქმიანობისთვის ყველაზე შესაფერისი დროის შერჩევაში გვეხმარება - დაწყებული სამუშაო და ფინანსური საკითხებიდან, ახალი ნაცნობობითა და მოგზაურობით დასრულებული.

ასტროლოგების აზრით, ზოგიერთი დღე აქტიური მოქმედებებისა და ახალი წამოწყებებისთვისაა უკეთესი, ხოლო ზოგიერთი - საქმეების დასრულების, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის პერიოდში გვირჩევენ. ითვლება, რომ ამ დროს ემოციები ჩვეულებრივზე მძაფრია. შესაბამისად, ჯობს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რისკიან ნაბიჯებს მოერიდოთ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, საპასუხისმგებლო დოკუმენტების ხელმოწერა უფრო მშვიდ დღეს გადაიტანოთ.

1-11 აგვისტო - კლებადი მთვარე, ვენერა სასწორში, მერკური ლომში, მარსი კირჩხიბში
აგვისტო ვენერასა და მერკურის გავლენით დაიწყება. ისინი, ამ შემთხვევაში, ძლიერ პოზიციებს იკავებენ. ასტროლოგები ამ პერიოდს ახალი ნაცნობობისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის, შემოქმედებითი პროექტებისა და ყოველდღიურობაში სიხარულის პოვნისთვის ხელსაყრელად მიიჩნევენ.

6 აგვისტოს ვენერა სასწორის ზოდიაქოში გადავა.

ვინაიდან ეს პლანეტა სასწორს მართავს, ასტროლოგიის თანახმად, მისი გავლენა განსაკუთრებით ჰარმონიულად გამოვლინდება. ეს იდეალური დროა პაემნებისთვის, გრძნობების ახსნისთვის, დანიშვნისა და ქორწინებისთვისაც კი. ასევე, ეს პერიოდი უხდება იმიჯის შეცვლას, კოსმეტიკურ პროცედურებს, ინტერიერის განახლებასა და სილამაზესთან თუ ესთეტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას.

9 აგვისტოს მერკური ლომის ზოდიაქოში შევა. ეს პოზიცია შემოქმედებით აზროვნებას, შთაგონებასა და საკუთარი თავის გამოვლენის სურვილს აძლიერებს. ასტროლოგები ამ პერიოდს წარმატებულად მიიჩნევენ ახალი იდეებისთვის, გაბედული გადაწყვეტილებებისა და ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც ცხოვრებას მეტ ფერს შემატებს - შემოქმედებით დაწყებული, სახლისა თუ ბაღის მოწყობით დასრულებული.

11 აგვისტოს მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა, სადაც სექტემბრის ბოლომდე დარჩება. ამ დროს ემოციებმა შესაძლოა, საქციელზე დიდი გავლენა იქონიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ. ამავდროულად, ეს პერიოდი ხელსაყრელად ითვლება რემონტისთვის, ავეჯის გადაადგილებისთვის, საცხოვრებლის შეცვლისა და სხვა მასშტაბური საოჯახო ცვლილებებისთვის.

12 აგვისტო - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება

დაბნელებების სეზონი იწყება - მას ლომის ზოდიაქოში მზის დაბნელება გახსნის. ამ მოვლენამ შესაძლოა, მოულოდნელი სიახლეები, ახალი იდეები ან ცვლილებები მოიტანოს. ასტროლოგები გვირჩევენ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებისას არ ავჩქარდეთ და მოვლენების განვითარებას რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდეთ.

13-27 აგვისტო - მზარდი მთვარე, მზე და მერკური ქალწულში

22 აგვისტოს მზე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. ეს შესაფერისი დროა სახლში წესრიგის დამყარებისთვის, გენერალური დალაგებისთვის, დაგეგმვისთვის, დოკუმენტებთან მუშაობისა და ყოველდღიური საქმეების ორგანიზებისთვის. ასევე, ეს პერიოდი ხელსაყრელია ბაღის მოვლისა და შემოდგომისთვის მზადებისთვის.

25 აგვისტოს მერკური ქალწულის ზოდიაქოში გადავა – ნიშანში, რომელშიც, ასტროლოგიური თვალსაზრისით, მისი ძლიერი თვისებები ყველაზე მკაფიოდ ვლინდება. ეს წარმატებული პერიოდია სწავლისთვის, ანალიზისთვის, ინფორმაციის დამუშავებისთვის, გეგმების შედგენისა და ახალი სასწავლო სეზონისთვის მზადებისთვის.

28 აგვისტო - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება

თვე თევზების ზოდიაქოში მთვარის დაბნელებით დასრულდება. ასტროლოგები ამ დღეს ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ეტაპების დასრულებას, ემოციურ განცდებსა და შინაგან ცვლილებებს უკავშირებენ. ამ დროს ჯობს, მიმდინარე მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ, პროცესებს ბუნებრივი მსვლელობა მისცეთ და ყურადღება დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.

წარმატებული და არახელსაყრელი დღეები 2026 წლის აგვისტოში

აგვისტოში იქნება დღეები, რომლებიც მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, ნაცნობობისთვის, ყიდვისა და ახალი წამოწყებებისთვის უფრო ხელსაყრელად ითვლება. ასევე, იქნება თარიღებიც, როდესაც ჯობს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ზედმეტ რისკს მოერიდოთ.

⏺ თვის ხელსაყრელი დღეები: 5, 11, 13, 18, 19, 20, 26.

⏺ არახელსაყრელი დღეები 2026 წლის აგვისტოში: 3, 4, 12, 28, 30, 31.

თუ მნიშვნელოვან საქმეებს, მსხვილ შენაძენებს გეგმავთ ან ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევა გსურთ, შეგიძლიათ შემდეგი თარიღებით იხელმძღვანელოთ:

⏺ სამუშაოსა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის: 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25;

⏺ ფინანსური საკითხებისთვის: 5, 6, 7, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25;

⏺ სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის: 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 27;

⏺ ახალი წამოწყებებისთვის: 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27;

⏺ სილამაზისთვის: 5, 6, 7, 13, 14, 15, 16, 17, 18, 23, 24, 25;

⏺ მგზავრობისთვის: 7, 8, 9, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 27.

ზოგადად, აგვისტო საინტერესო მოვლენებით დატვირთული იქნება. თვის პირველი ნახევარი სიყვარულის, შემოქმედებისა და ურთიერთობებისთვისაა ხელსაყრელი. შუა პერიოდმა დაბნელებების სეზონის გამო შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოიტანოს, ხოლო მეორე ნახევარი საქმეების მოწესრიგებაში, სამუშაოზე კონცენტრირებასა და შემოდგომისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გვირჩევენ, წარმატებული დღეები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის გამოვიყენოთ, ხოლო დაბნელებების პერიოდში სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავჩქარდეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რას გვიმზადებს 2026 წლის აგვისტო - „დაუმთავრებელი საქმისა და გადადებული გადაწყვეტილებების ფასი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალი იქნება“

🎥 „ვინ არისო დიდი ბაბუო?“ - თამუნა ამონაშვილის ოჯახი კახიანების ოჯახს ესტუმრა

„4 წელი გავიდა ქორწინებიდან და ახლა ხუთნი ვართ, უსაზღვროდ მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა

წყარო: www.beaumonde.ge