მომღერალი თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან, რეზი არჩვაძესა და შვილებთან, იონასა და მელანიასთან ერთად კახიანების ოჯახს სტუმრობდა.
უთბილესი კადრები მომღერალმა თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„სტუმრად კახიანებთან“, - წერს თამუნა ამონაშვილი.
ცნობისთვის, 22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„4 წელი გავიდა ქორწინებიდან და ახლა ხუთნი ვართ, უსაზღვროდ მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა