ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი Yotube-ის არხზე „ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტი“ იმყოფებოდა სტუმრად და საუბრობს 2026 წლის მთავარ ენერგიებზე. იგი გვიზიარებს რჩევებს, საუბრობს მასების ფსიქოლოგიაზე, ასტროლოგიური პროგნოზების პასუხისმგებლობასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ყოველდღიურმა ჰოროსკოპებმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, ემოციურ დამოკიდებულებასა და არასწორ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება.
ფსიქოლოგია & ასტროლოგია
„შეძახილმა ხე გაახმოო“ - არის ნათქვამი და, რა თქმა უნდა, ასეა. ასტროლოგიას ოდითგანვე ეწოდებოდა „კოსმობიოფსიქოლოგია“. ასტროლოგები ვასრულებდით ამ ფუნქციებს. ადამიანზე შესაძლებელია გავლენის მოხდენა და ზომბირებაც. ამის გამო მე ერთ-ერთი გადაცემის წაყვანა შევწყვიტე, რომელსაც ერქვა - „რა გელის ხვალ“. აქ გადმოცემული იყო ინფორმაცია შემდეგი დღის პროგნოზზე. ერთხელ ისე მოხდა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ეს გადაცემა ორჯერ ვერ გავიდა და დიდი ამბავი ატყდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, ადამიანები მასზე დამოკიდებულები იყვნენ, ნარკოტიკივით. ამიტომ ხელმძღვანელთან შევედი და ვთხოვე, რომ გადაცემა მოგვეხსნა. ყოველკვირეული ასტროპროგნოზი ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ყოველდღიური.
ასტროლოგიური ეთიკა
სამწუხაროდ, ასტროლოგიურ ეთიკას ჩვენთან არავინ სწავლობს. მქონდა ასეთი შემთხვევა: თევზების ზოდიაქოს ნიშნის გოგონა მოვიდა ჩემთან 17 წლის იყო. მისი რუკის გაკეთებისას დავინახე, რომ მისთვის აბორტი აკრძალული იყო. ეს მე მას ვუთხარი. დაიწყო ისტერიკა, დაემხო, დაიწყო ქვითინი. გავოგნდი, თურმე უკვე გაკეთებული ჰქონდა აბორტი 17 წლის ასაკში. ეს იმ მომენტში ვერ გავთვალე. ორი კვირა დამჭირდა ყოველდღიური სეანსები, რომ მდგომარეობიდან გამომეყვანა. მოგვიანებით მას შვილი გაუჩნდა კიდეც.
ამიტომ ვინც ჩემთან მოდის, ვეუბნები, რომ რასაც ვამბობ, არის ზოგადი. ზოგჯერ ვამბობ, რომ ალბათობა მაღალია. ერთადერთი ვარ, ვინც მუდმივად უსვამს ხაზს სიტყვას „ალბათობაა“ და „ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის“. ყველა დანარჩენი ამბობს, ჰოროსკოპი. ეს ჰოროსკოპი არ არის, ხალხო. შენსა და სხვა თევზებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
ასტრომედიცინა
ორი დღის განმავლობაში, როცა მთვარე გადის გარკვეულ ზოდიაქოს ნიშანს, ადამიანებს უსუსტდებათ კონკრეტული ორგანოები. კოსმოსის ენერგიებსა და ადამიანის შიდა ორგანოებს შორის კავშირი არსებობს, ყველაფერი შეიძლება დასუსტდეს.
მაგალითად, როცა მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში, იმ პერიოდში სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა ნებისმიერი ადამიანისათვის. და ამ დროს თუ ადამიანს უნიშნავენ გულის ოპერაციას, რასაკვირველია, უკვე ხიფათია - მაღალია რისკი, რომ ოპერაცია ცუდად ჩატარდეს ან რაიმე წინასწარ განუსაზღვრელი მოხდეს. ამიტომ ყოველთვის ვამბობ: თუ აუცილებლობა არ არის, არ ჩაიტარონ მსგავსი ჩარევები. თუ გაქვთ შესაძლებლობა, გადადეთ ორი დღით, რათა ორგანო გაძლიერდეს.
სავსე მთვარისა და ახალი მთვარის პერიოდი სატანურ დღეებად ითვლება. ამიტომ ადამიანებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ამ დროს არ დაიწყონ ახალი საქმეები.
ნეგატიური პერიოდები
ნეგატიურ დღეებში გაცნობილი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული მატყუარა. ტრავმული ამბების ალბათობა მაღალია სავსემთვარეობისას. მაგალითად, თუ ხარ თევზები, დიდი ალბათობა არ გაქვს, მაგრამ ვერძს ან მშვილდოსანს რა ვუყოთ? მოძრაობა უნდა იყოს ფრთხილი. ჩვენ ვაფრთხილებთ და არ ვაშინებთ.
„შავი მთვარე“ ახლა გადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.
მორიელი რას ნიშნავს? ინტიმურ კონტაქტს.
ასევე ეხება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიულ სისტემას.
რა ხდება ამ დროს? მაღალია ალბათობა, რომ შეხვდეთ პარტნიორს, რომელიც თავდაპირველად მოგხიბლავთ, შედგება ინტიმური კონტაქტი და შემდეგ მოგატყუებთ და დაგაზიანებთ. ასტროლოგია 40 საუკუნეზე მეტია არსებობს, ამიტომ ყველაფერს პრაქტიკიდან ვამბობ.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: