Digest Logo

„ორი პლანეტის დაპირისპირება გვაქვს, შეუძლია მოიტანოს ავარიები, მოკლე ჩართვები და ხანძრები“ - ხათუნა ნოელის გაფრთხილება!

1731738065
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას სავსე მთვარესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

„კვირის მთავარი მოვლენები:

სავსე მთვარე ურანის გავლენის ქვეშ და მზე - ურანის ოპოზიცია, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე ჩართულია და პიკს 17 ნოემბერს აღწევს.

ურანი - პროგრესს, გამოგონებების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მმართველი პლანეტაა. მისი განკარგულების ქვეშაა ყველანაირი შოკის მომგვრელი ახალი ინფორმაციებიც, თუმცა მას მარტო ეს თემები როდი აბარია.

ის ასევე მართავს პროგრესს, ცვლილებებს, განახლებებს, მომავალზე ფოკუსირებას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილს, დემოკრატიას, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს, მოულოდნელ, დაუგეგმავ სიტუაციებს, რევოლუციებს და გაფიცვებს.

მზე რას განკარგავს ასტროლოგიური თვალსაზრისით?

ქვეყნების ანუ მუნდანურ ასტროლოგიაში მას სახელმწიფო//საჯარო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის როლი აკისრია ხოლმე.

ჰოდა, ამ ორი პლანეტის დაპირისპირება გვაქვს ცაზე. ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში ამას შეუძლია მოიტანოს ავარიები, პრობლემები ელექტროხელსაწყოებთან, ინტერნეტის გაუმართაობა, მოკლე ჩართვები და ხანძრები, ავიაკატასტროფები.

რჩევა - იმისათვის რომ ნეგატივი აიცილოთ, ჩართეთ ცვლილებები, შეიტანეთ სიახლე რუტინაში, მიეცით თქვენს თავს და სხვებსაც მეტი თავისუფლება“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც დღევანდელი სავსე მთვარე ყველაზე ძლიერ გავლენას მოახდენს და ცვლილებებისაკენ უბიძგებს

როგორ ამინდს პროგნოზირებენ 15 ნოემბერს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

🎥 „წარმატებას საკუთარი შეცდომების აღიარება მოგიტანთ... მოუსმინეთ კრიტიკას, გამოიტანეთ დასკვნები“ - 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი