Digest Logo

„ოცნება უნდა გადაიქცეს მოქმედებად...“ - 28 აგვისტო 2026 მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში: ლამზირა ხაჭაპურიძის პროგნოზი

1787320322
ლამზირა ხაჭაპურიძე

28 აგვისტოს ასტროლოგიური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა — მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში მოსალოდნელი. ეს ინტუიციის, ემოციური ტრანსფორმაციისა და ილუზიებისგან გათავისუფლების პერიოდია, რომელიც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს შინაგან განახლებასა და ძველი ეტაპების დასრულებას სთავაზობს - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე გვიზიარებს:

„🌑 28 აგვისტო 2026 მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში.

✨️ ☀️ მზე ქალწულში 🌕 მთვარე თევზებში აქტიურდება ქალწული–თევზების ღერძი რეალობა და რწმენა, კონტროლი და მინდობა, სხეული და სული, ყოველდღიური ცხოვრება და ის უხილავი ემოციური სამყარო, რომელსაც ხშირად საკუთარ თავშიც კი ვმალავთ.

ეს დაბნელება შეიძლება იქცეს ერთგვარ შეჯამების წერტილად:

🔹 მზე და მთვარე ოპოზიციაში დაბნელების მთავარი ღერძი გვაჩვენებს წინააღმდეგობას გონებასა და გრძნობას შორის. ქალწული ითხოვს ფაქტებს, წესრიგს, კონკრეტულ გადაწყვეტილებას. თევზები კი გვახსენებს იმას, რასაც მხოლოდ ლოგიკით ვერ გადავწყვეტთ.

🔹 მერკური მზესთან ახლოს ქალწულში სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ , შეიძლება ნათელი გახდეს ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვამბობდით ან ვერ ვაყალიბებდით, ერთი საუბარი შეიძლება გახდეს საბოლოო პასუხი.

🔹 იუპიტერი ლომში ზრდის თვითგამოხატვის, ღირსების, სიყვარულისა და საკუთარი ადგილის პოვნის მოთხოვნილებას. იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ძალიან დიდხანს ამცირებდა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: „რატომ უნდა დავრჩე იქ, სადაც ჩემი სინათლის შემცირება მიწევს?“.

🔹 სატურნი და ნეპტუნი ვერძში ეს უკვე ახალი ეპოქის მნიშვნელოვანი ფონია. ოცნება უნდა გადაიქცეს მოქმედებად. რწმენა კი პასუხისმგებლობად. სურვილი გადაწყვეტილებად.

🔹 ურანი ტყუპებში აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ტექნოლოგიური სამყაროს ცვლილება გრძელდება. მოულოდნელი ინფორმაცია შეიძლება მთლიანად ცვლიდეს მოვლენების აღქმას.

🔹 პლუტონი მერწყულში კოლექტიური სისტემების ღრმა გარდაქმნა უკვე დაწყებულია... ძველი ძალაუფლების მოდელები თანდათან კარგავს ეფექტურობას.

ადამიანისთვის კი მთავარი კითხვა ასეთია: ვინ ვარ მე ჯგუფის, ოჯახის, საზოგადოების და სისტემის მიღმა? 12 ამბავი:

♈ ვერძი

დროა გაუშვა ის, რაც უკვე დასრულებულია.

♉ კურო

ყველა თანამგზავრი საბოლოო დანიშნულებამდე არ მოდის

♊ ტყუპები

აქტიურდება კითხვა: მართლა იქ მიდიხარ, სადაც შენ გინდა?

♋ კირჩხიბი

მსოფლმხედველობის შეცვლის დროა: სწავლა, უცხოეთი, მოგზაურობა, რწმენა და ცხოვრების აზრი შეიძლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდეს. ძველი ჭეშმარიტება შეიძლება უკვე აღარ იყოს შენი ჭეშმარიტება.

♌ ლომი

ღრმა ტრანსფორმაცია დროა დაიბრუნო საკუთარი ძალა.

♍ ქალწული

შენთვის ერთ-ერთი მთავარი დაბნელებაა აქტიურდება ურთიერთობების ღერძი... ვინ მოდის შენთან ერთად და ვისთან დასრულდა გზა?

♎ სასწორი

ყურადღება სამუშაოზე, ჯანმრთელობაზე, რეჟიმსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადადის. სხეული შეიძლება გახდეს მთავარი მესენჯერი.

♏ მორიელი

სიყვარული, შვილები, შემოქმედება და საკუთარი თავის გამოხატვა აქტიურდება. ემოციური ისტორია შეიძლება კულმინაციამდე მივიდეს. რაც გულშია, დამალვას უფრო და უფრო რთულად აიტანს.

♐ მშვილდოსანი

ოჯახი, სახლი, მშობლები და ფესვები გამოდის წინა პლანზე. შესაძლებელია წარსულის ისტორიის დაბრუნება იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიხუროს... ზოგჯერ მომავალი იწყება იქიდან, სადაც წარსულს თავის ადგილს ვაძლევთ.

♑ თხის რქა

ინფორმაცია, დოკუმენტები, სწავლა, ნათესავები და მნიშვნელოვანი საუბრები გააქტიურდება. შესაძლოა გაიგო ის, რაც მოვლენების სურათს შეცვლის. სიტყვას ამ პერიოდში განსაკუთრებული ფასი აქვს.

♒ მერწყული

საკუთარი რესურსი და თვითღირებულება გადახედვას მოითხოვს. ფულის საკითხის უკან ხშირად დგას კითხვა რამდენად ვაფასებ საკუთარ თავს?

♓ თევზები

ეს შენი დაბნელებაა. იდენტობა, სხეული, ემოციური მდგომარეობა, ურთიერთობები და ცხოვრების მიმართულება შეიძლება გარდაქმნის პროცესში შევიდეს.

🌑 დაბნელებას ყოველთვის მოაქვს გაცნობიერებისა და ციკლის დახურვის შესაძლებლობა

☂️✨️ მთავარი კითხვა შეიძლება იყოს: რას ვასრულებ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ადგილი ახალს გავუთავისუფლო?

✨ განსაკუთრებით დააკვირდით, სად გხვდებათ თქვენს პირად რუკაში ქალწული–თევზების ღერძი სწორედ ეს სახლები გვიჩვენებს, ცხოვრების რომელ სფეროში ვითარდება თქვენი ინდივიდუალური სიუჟეტი. დაბნელებების ენერგიები, ეფექტი და არსი ყოველთვის იგრძნობა წინასწარ და ასევე გრძელდება დროში“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია!

⭕ „უმშვენიერესი და ულამაზესი...“ - რუსა ჩაჩუას ელეგანტური ლუქი და დახვეწილი იმიჯი

⭕ „ხშირად უკავშირებენ გაშვებას, ძველი ენერგიებისგან გათავისუფლებას...“ - ზუთხის მთვარე: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი