Digest Logo

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

1792677124
მიხეილ ცაგარელი

რა გავლენა აქვს ფერებს ზოდიაქოს ნიშნებზე? - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

„შავი ფერის არის კარგი სერიოზული გამოსვლისთვის, თუმცა შავი ფერი რაღაცას მალავს, ზოგს აქვს ქონები და იმას მალავს, ზოგს შინაგანი სულიერი დეპრესია აქვს და შავი ამას მალავს - ანუ შავი დამალვის ერთ-ერთი ფერია. 

თეთრი ფერი - აძლიერებს დადებით ტალღას და ენერგიას, თუ წითელ ფერს იცმევთ მაშინ პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, ეს ლიდერის ფერია.

7-ვე პლანეტას თავისი ფერი აქვს - მაგ; მზის ფერის ეს არის ყვითელ-ნარინჯისფერი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ორშაბათს - მართავს მთვარე და ამ დღის ფერებია ვერცხლისფერი და თეთრი.

სამშაბათს - პლანეტა მარსი მართავს, ამ დღის ფერია წითელი.

ოთხშაბათის - ფერია ნარინჯისფერი, ამ დღეს მართავს პლანეტა მერკური. 

ხუთშაბათი -  უკავშირდება ლურჯს, ამ დღეს მართავს იუპიტერი. 

პარასკევი - ამ დღეს მართავს ვენერა, მწვანე ფერია კარგია.

შაბათი - ამ დღეს სატურნი მართავს, კარგია ჩაიცვათ მუქი ნაცრისფერი შავში გადასული.

კვირა - ამ დღეს მართავს მზე და კარგია ჩაიცვათ ყვითელი.

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს მათი ფერების ანალიტიკას ასე გამოიყურება: 

♈️ ვერძი - წითელი და მისი კომბინაციური ფერები, ასევე ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი ტონის ფერები.

♉️ კურო - მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ბეჟი ტონები.

♊️ ტყუპები - უყვართ ზოლები და სხვადასხვა უჯრედები, უნდა იყვნენ ფერებში - მათი ფერი ნარინჯისფერია.

♋️ კირჩხიბი - ლურჯი, ცისფერი ტონალობები უყვართ, რომელიც შერეულია თერთთან, ასევე უყვართ იისფერი.

♌️ ლომი - ყვითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერები უყვართ, ასევე უყვართ ლურჯი ფერი - ეს ფერი მეფურ ფერად ითვლება.

♍️ ქალწული - ბეჟი, კრემისფერი, მწვანე და მოყავისფრო ტონალობები უყვართ.

♎️ სასწორი - მთავარი ფერი მათი არის ლურჯი და ცისფერი, ასევე მოსწონთ ვერცხლისფერი.

♏️ მორიელი - მათ უყვართ შავი და წითელი ფერი.

♐️ მშვილდოსანი - საინტერესო კომბინაცია აქვთ - უყვართ წითელი და ყვითელი ფერი, ასევე ლურჯი და ცისფერი. ვურჩევ, ასევე გამოიყენონ იისფერი.

♑️ თხის რქა - მუქი ყავისფერი, შოკოლადის ფერი, შავი და ნაცრისფერი ტონალობები უყვართ.

♒️ მერწყული - ყოველთვის ეძებს იყოს განსხვავებული - მათი ფერებია ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და ნეონისფერი, შეიძლება ეცვათ არაორდინარული ფერები.

♓️ თევზები - იისფერი, მწვანე, სალათისფერი, ვერცხლისფერი ტონალობა, ასევე პასტელის ფერებიც. სასიყვარულო პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერი ფერით, თორემ დაბრუნდებით საქმიანი ხელშეკრულებით იქიდან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად წერს

✕