ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი დღეები, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ:
პირველ ნოემბერს თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - მოგინდებათ ყოველდღიურ ვალდებულებებში ჰარმონიის, სილამაზის შეტანა. შეიძლება შეიძინოთ რამე, რაც შრომას შეგიმსუბუქებთ.
შეიძლება სამსახურში მოილამაზოთ თქვენი სამუშაო ზონა. არ არის გამორიცხული, რომ მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს და მათ განვითარებაზე იზრუნოთ. ზოგიერთი კი გადაწყვეტთ, რომ მეტად უნდა იზრუნოთ პირად ჯანმრთელობაზე, შეიძლება ჩაეწეროთ ფიტნესზე, მასაჟზე, გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - პარტნიორებთან კომუნიკაცია მეტად სასარგებლო, ინფორმაციული გახდება. შეიძლება შეხვდეთ ვინმეს და გაარკვიოთ აქამდე გაურკვეველი საკითხები. მიიღებთ საჭირო საბუთს, ან შეიძლება რაღაც დოკუმენტის გადაკეთებამ მოგიწიოთ ახალი ვითარებების გათვალისწინებით.
9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში. შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ ან შემოგთავაზონ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, სანამ მერკური (14 ნოემბრამდე) რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა, საბუთებს ხელს ნუ მოაწერთ. მომავალში მათი გადახედვა, შეცდომების და გაურკვევლობების გამოსწორება რომ არ დაგჭირდეთ.
11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - სასიხარულო სიახლეები გელოდებათ ოჯახში; ეს შეიძლება იყოს დაქორწინება, შვილის დაბადება, რაღაც ძვირფასის შეძენა სახლისთვის ან შეიძლება უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ.
16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - ენერგია მოგემატებათ, რომ დაიწყოთ სახლის მშენებლობა, რემონტი ან ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის განახლება.
18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები პარტნიორთან შეთანხმებით მოაგვარეთ. შეიძლება უსიამოვნება გქონდეთ ოჯახში თქვენი მეგობრის ან პარტნიორის გამო;
19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ისევ კონფლიქტური დღეა. მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან, მეგობრებთან და განსაკუთრებით სახლში, ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან და განსაკუთრებით, თუ უძრავი ქონების გაყოფას ეხება საქმე. რთული დღეები გაივლის და მერე მშვიდად განიხილეთ ყველაფერი.
22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - ამ დღიდან მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული ფინანსური საკითხების მოგვარებას, დაკვირვება გმართებთ სესხის, დავალიანების, ჯარიმის გადახდისას. ყურადღებით იყავით ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას, ფულის დაბანდებისას.
24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - უნდა დაფაროთ ვალი, გადასახადი. ან პირიქით, შეიძლება დაგიბრუნონ ვალი. ზოგიერთს შეიძლება შემოსავლის ზომიერად, გაანგარიშებით ხარჯვამ მოგიწიოთ.
26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. ზოგიერთი დაიწყებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ზოგი კი აქტიურად ჩაერთვებით გართობაში, წვეულებებზე დასწრებაში. მოერიდეთ კონფლიქტს შვილებთან, საყვარელ ადამიანთან.
26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული, ბიუროკრატიული საკითხები. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც თავს ყოვლისმცოდნეებად და ყველა საქმის მომგვარებლად წარმოაჩენენ. გადაამოწმეთ ყველა საბუთი. შეიძლება იყოს შეზღუდვა ან გაჭიანურება რაღაც უცხოურთან დაკავშირებით.
28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - დაძაბულობის შემდეგ უნდა გაირკვეს და თქვენთვის ჰარმონიულად უნდა მოგვარდეს სამსახურთან, სახლის ყოველდღიურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება მიიღოთ პირველი ხელფასი, შეიძლება სახლისთვის შეიძინოთ რამე განსაკუთრებული ან შეიძლება ცნობილ სპეციალისტთან ჩაეწეროთ ვიზიტზე.
29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - მოულოდნელად შეიძლება გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა ან სტატუსი, დაწინაურებით, რამის შეძენით.
ასევე დაგაინტერესებთ: