ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში საკუთარი თავის სიყვარულზე საუბრობს:
„რა არის საკუთარი თავის სიყვარული?
უპირველესად, საკუთარი თავის გაგება. იმის დანახვა, თუ ვინ ხარ სინამდვილეში, რას გრძნობ, რა გსურს და რა გაკავებს.
საკუთარი თავის სიყვარული არ არის სურვილების დაკმაყოფილება ან საკუთარი თავისგან იდეალური ადამიანის შექმნა.
ეს არის თავისუფლება ყოველგვარი მიჯაჭვულებისგან, ადამიანებისგან, მოლოდინებისგან, შიშებისგან და იმ წარმოდგენებისგან, რომლებსაც საკუთარ თავზე ვქმნით.
შეიძლება მთელი ცხოვრება გიყვარდეს არა საკუთარი თავი, არამედ ის სახე, რომელიც საკუთარ თავს შეუქმენი.
სიყვარულია, როცა სადაც საკუთარ თავს აღარ გაურბიხარ და პირველად ცდილობ, დაინახო ის, ვინც სინამდვილეში ხარ“, - წერს ნონა ხიდეშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელ დღეებში მოვრთოთ ნაძვის ხე 2027 წლის შესახვედრად?